onlain sesxebi - ყველა

სესხის მოთხოვნის, სიახლეების გამოწერის პირობები

თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გვეხმარება, ზუსტად შევარჩიოთ თქვენს მოთხოვნებს მაქსიმალურად მორგებული პროდუქტი(ები) და მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენს მიერ მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია 100%-ით კონფიდენციალურია. ინფორმაცია კონფიდენციალურობის შესახებ იხილეთ აქ.

მოცემული ფორმით ჩვენ ვაგროვებთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • თქვენი მეილი
  • თქვენი მობილურის ნომერი
  • სესხის თანხა
  • სესხის პერიოდი
  • თქვენი ასაკი


როგორ ვიყენებთ თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას:

  • თქვენი მეილი საჭიროა ინფორმაციის გადმოსაგზავნად.
  • თქვენი მობილურის ნომერი საჭიროა, რომ მოგივიდეთ ჩვენგან მოკლე ტექსტური შეტყობინება ბმულით, რომელზე გადასვლის შემდეგ ნახავთ თქვენს პირობებს მაქსიმალურად მორგებულ ვარიანტებს.
  • სესხის თანხა გვჭირდება, რომ ჩვენმა ჯგუფმა სწორად შეარჩიოთ ის ონლაინ სესხები, რომელთა პირველი სასესხო ლიმიტი მოიცავს თქვენს მიერ მოთხოვნილ თანხას.
  • სესხის პერიოდს ვიყენებთ, რათა ზუსტად იქნეს შერჩეული ისეთი ონლაინ სესხები, რომელთა პირველი სესხი მოთხოვნის ვადები ემთხვევა ამ მოიცავს თქვენს მიერ მოთხოვნილს.
  • თქვენი ასაკი გვესაჭიროება იმისთვის, რომ ზუსტად იქნეს არჩეული ის ონლაინ სესხები, რომლებიც გასცემენ სესხებს იმ ასაკობრივ დიაპაზონში, რომელშიც თქვენ იმყოფებით.


აუცილებელი პირობები ფორმის შევსებისას:

  • გთხოვთ გადაამოწმოთ ყველა ინფორმაციის სისწორე.
  • შეიყვანეთ თქვენი ან ისეთი, მეილი, რომელზეც გაქვთ წვდომა.
  • შეიყანეთ თქვენი ან ისეთი მობილურის ნომერი, რომელზეც გაქვთ წვდომა.


ჩვენი სერვისის პრინციპი:

თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენი ჯგუფი უმოკლეს დროში (5 - 15 წუთი) შეარჩევთ თქვენთვის ყველაზე რელევანტურ ონლაინ სესხებს mome.ge - ს კატალოგიდან. ინფორმაცია სესხების შესახებ კი დამმუშავებული ფორმით გადმოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ მეილზე.

1. ზოგადი პირობები
1.1. mome.ge-ს, როგორც ვებგვერდის გამოყენებით, თქვენ სავსებით ეთანხმებით და იღებთ მოცემულ ვადებსა და პირობებს, რომლებიც არეგულირებს ვებგვერდის გამოყენების ფარგლებს.
1.2 მოცემული ვებგვერდის მიზნების გამოსაყენებლად, მომხმარებლის ასაკი არ უნდა იყოს 18 წელზე ნაკლები.
1.3.არ არის რეკომენდირებული ამ ვებგვერდის გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც არ იღებს ხსენებულ ვადებსა და პირობებს;
1.4. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, განვახორციელოთ და შევიტანოთ კორექტივები ამ ვადებსა და პირობებში, აღნიშნული შესწორების თაობაზე გაფრთხილების გარეშე.
1.5 კონფიდენციალურობა დაცულია 100%-ით.


2. ჩვენი მომსახურება
2.1. ჩვენ გთავაზობთ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ონლაინ სერვისს, რომელიც საშუალებას გაძლევთ გამოიკვლიოთ და შეადაროთ მესამე მხარის მიერ ჩვენს ვებგევრდზე შეთავაზებული სესხების შესახებ ინფორმაცია, მათი პირობები, სამუშაო გრაფიკი და სხვა. ჩვენი მომსახურება სრულიად უფასოა. ჩვენს მიერ არ ხდება რაიმე გადასახადის ან საკომისიოს დამატება იმ პროდუქტებზე, რომელთა შედარებასაც ახორციელებთ. ჩვენი მომსახურება ცალსახად არის ორიენტირებული მომხმარებლის ინფორმირებასა და მესამე მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიწოდებაზე.
2.2. ამ ვებგვერდით გათვალისწინებული არც ერთი მიზანი, ან მოქმედება არ ადგენს და წარმოშობს ჩვენს მიერ ფინანსური სახის, რჩევების ან რეკომენდაციების მომენტს. ყოვლად გამორიცხულია მიკერძოება რომელიმე კომპანიის სასარგებლოდ.. ვებგვერდი გაწვდით, მხოლოდ და მხოლოდ ზოგად , საბაზისო ინფორმაციას, რათა უფრო გაგიმარტივდეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაციისა და პირობების მქონე ობიექტის აღმოჩენა. თქვენის მხრივ, მუდამ უნდა შეამოწმოთ თქვენი დაინტერესების საგნის – ფინანსური სერვისის – შესაბამისობა, ადეკვატურობა და მიზანშეწონილობა. ჩვენი რჩევა იქნება, რაიმე ფინანსური სერვისის მიღებამდე, სათანადოდ მოიძიოთ და გაიაროთ პროფესიული კონსულტაცია, იქამდე სანამ რაიმე სახის ფინანსურ მომსახურებას მიიღებთ.
2.3. ჩვენი ვებგვერდით გათვალისწინებული არც ერთი მოქმედება არ არის მიმართული იმისკენ რომ მოხდეს მომხმარებელზე მანიპულირება, რომელიმე შეთავაზების, ფინანსური დახმარების ან რაიმე კონტრაქტის გაფორმებისკენ მითითება. ვებგვერდი მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის არის, ის არ გირჩევთ, არ გთავაზობთ, არ ყიდის რაიმეს. ის უბრალოდ მიუკერძოებელ, ვალიდურ ინფორმაციას გაწვდით და გიმარტივებთ ინფორმაციის მოძიების პროცესს.
2.4. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, წინასწარი შეტყობინების გარეშე განვახორციელოთ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში, მასალაში, შინაარსსა თუ მონაცემებში ცვლილება, წაშლა, რედაქტირება, შესწორება ან დამატება.

2.5. ჩვენს მიზანია რომ ისარგებლოთ ვებგვერდზე უწყვეტი ხელმისაწვდომობით.თუმცა ეს არ არის იმის გარანტია რომ თვენ უწყვეტი ხელმისაწვდომობით ისარგებებთ ისეთი დაზიანების ან ნებისმიერი ისეთი ვითარების შემთხვევაში, რაც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით არის გამოწვეული.
2.6 ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევაჩეროთ, შევზღუდოთ ან შევწყვიტოთ ვებგვერდზე თქვენი დაშვება;

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მითითებულ მეილზე ან მობილურის ნომერზე მოგაწოდოთ სიახლეები ახალ სესხებთან, ცვლილებებთან დაკავშირებით. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ უარი განაცხადოთ სიახლეების გამოწერაზე, ამისათვის მოგვწერეთ იმ მეილიდან, სადაც გინდათ რომ სიახლეების მიღება შეწყდეს მეილზე: [email protected]