როგორ ავიღო სესხი?
როგორ ავიღო სესხი?
mome.ge

როგორ ვისესხო?

ჩვენი ვებ-გვერდი გაძლევთ საშუალებას, შეადაროთ ონლაინ მიკროსაფინანსო კომპანიები სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით და აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე რელევანტური ვარიანტი.

სესხის აღებისთვის საჭიროა, გაიაროთ რამდენიმე საფეხური:

1) ჩამოვყალიბდეთ რამდენის სესხება გვინდა და რამდენი ხნით.


2) იმის შემდეგ, რაც ავირჩევთ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც ჩვენს ზემოთ მოყვანილ მოთხოვნას პასუხობს, არჩევნის მთავარი კრიტერიუმი საპროცენტო განაკვეთი ხდება, როგორც თვიური, ასევე ეფექტური წლიურიც (შედარებით ნაკლებად, მნიშვნელოვანი კრიტერიუმი შესაძლოა იყოს სამუშაო საათები, სესხის გაცემის მინიმალური ასაკი).


3) როდესაც საბოლოოდ ავარჩევთ საუკეთესო ვარიანტს (ან ვარიანტებს) ვაკლიკავთ ამ კომპანიის ბანერს ნებისმიერ ადგილას და გადავდივართ უკვე ამ კომპანიის ვებ-გვერდზე, სადაც უკვე შეძლებთ განაცხადის შევსებასა და თანხის მოთხოვნას.


4) შერჩეული კომპანიის ვებ-გვერდზე გადასვლის შემდეგ აუცილებლად კიდევ ერთხელ ვამოწმებთ ყველა მონაცემს, როგორიცაა სესხის ლიმიტი, ხანგრძლივობა, საპროცენტო განაკვეთი და სხვ. აუცილებლად ვეცნობით ხელშეკრულებას და მხოლოდ ამის შემდეგ ვაგზავნით სესხის მოთხოვნის განაცხადს.

5) ველოდებით პასუხს შერჩეული კომპანიისგან და დამტკიცების შემთხვევაში ვიღებთ თანხას კომპანიის მიერ შეთავზებული ნებისმიერი მეთოდით. არ დაგავიწყდეთ, რომ მნიშვნელოვანია სესხის დათქმულ პერიოდში დაფარვა ან გადავადება, რადგან არ გაგიფუჭდეთ საკრედიტო ისტორია და მომავალშიც უპრობლემოდ შეძლოთ ონლაინ სესხებით სარგებლობა.