onlain sesxebi - ყველა


მომენტალური კრედიტები 5 წუთში

როცა ფული არ გაქვთ, ის კი ძალიან გჭირდებათ, სულაც არაა საჭირო ბანკის რიგში საათობით დგომა, უზომოდ დიდი განაცხადების შევსება და დღეების გატარება პასუხის მოლოდინში. ამასობაში საქმეც ფუჭდება. არაა საჭირო, დედას, მამას, სხვა ნათესავებისა და ახლობლების შეწუხება. არსებობს XXI საუკუნის ყველანაირი საბანკო დაწესებულების შემცვლელი უსწრაფესი საშუალება - ონლაინ სესხი. მისი გამოყენება სახლიდან გაუსვლელად, სმარტფონით ან კომპიუტერით შეგიძლიათ. მოკლე რეგისტრაციის შემდეგ ირჩევთ სასურველ თანხას 50-დან 3000 ლარამდე, გააჩნია სესხის ტიპს, და ვადას, 1-დან 24 თვემდე. შემდეგ ელოდებით 10-15 წუთი და თანხა უკვე თქვენს საბანკო ანგარიშზეა, სახლიდან გასვლა არც ერთ შემთხვევაში გიწევთ. საქართველოში არსებული უამრავი ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გამო ძნელია სწორი, ობიექტური არჩევანის გაკეთება მათ შორის. შერჩევის პროცესის გასამარტივებლად არსებობს ონლაინ კატალოგი mome.ge, სადაც განთავსებულია საქართველოში არსებული თითქმის ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, თითოეულს კი მოყვება საკუთარი საინფორმაციო გრაფა, რომელზეც აღნიშნულია თქვენთვის საჭირო ინფორმაცია: საპროცენტო განაკვეთი, სესხის ვადა და ა.შ. თქვენ აქ თავად შეგიძლიათ ჩაატაროთ ობიექტური, მიუკერძოებელი ანალიზი და აირჩიოთ კომპანია, რომელიც ყველაზე მეტად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს. ვებგვერდზეა დახმარების ჩატი, რომლის მიღმა პროფესიონალთა მთელი გუნდი მუშაობს, რათა თქვენს ნებისმიერ კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს და არ დაგრჩეთ გაუგებრობის შეგრძნება. გვაქვს ბლოგის გვერდიც, სადაც უამრავი საინტერესო ფინანსური თუ არაფინანსური ინფორმაცია თავსდება. შეგიძლიათ იხალისოთ, მიიღოთ უბრალოდ საინტერესო ინფორმაცია ან ფინანსური განათლება, რაც მომავალში თქვენი ფინანსების უკეთ წარმართვაში დაგეხმარებათ, გახდებით ფინანსურად დამოუკიდებელნი და თავადაც კარგ რჩევებს მისცემთ ახლობლებს. მომე მუდამ თქვენს სამსახურშია. მომე.ჯი - შეადარე და აირჩიე საუკეთესო!

onlain sesxebi