onlain sesxebi - ყველა


ონლაინ სესხები კიდევ უფრო იაფად

ონლაინ სესხები ბოლო წლებია სულ უფრო პოპულალური ხდება. მათ გამოჩენამ ხომ საბოლოოდ დასძლია პრობლემა - საჭიროების დროს ფული სწრაფად შოვნა. 2017 წელს სახელმწიფო რეგულაციების შემდეგ სწრაფი კრედიტების საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად შემცირდა. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ვერ იქნებოდა 100%-ზე მეტი. ამ ცვლილებამ მნიშვნელოვნად გააიაფა ინტერნეტ კრედიტების სერვისი და მომხმარებელთათვის კიდევ უფრო სიმპატიური გახადა. 2018 წლის 1-ლი სექტემბრიდან წლიური ეფქტური საპროცენტო განაკვეთი კვლავ შემცირდა და ახლა უკვე 50%-იან ლიმიტს მიაღწია. შესაძლოა, ამ და წინა ცვლილებამ ბევრი მოთამაშის გამოთიშვა გამოიწვია, თუმცა ბაზარზე კვლავ დარჩნენ ლიდერი კომპანიები, მომხმარებელთათვის კი სწრაფი კრედიტის მიღება ფაქტობრივად მიზერული საკომისიოთია შესაძლებელია. დღეს კვლავაც შესაძლებელია მოკლევადიანი და ხანგრძლივი ონლაინ სესხების მოთხოვნა. სამწუხაროდ, ბაზარზე აღარ დარჩა უპროცენტო შემოთავაზებები, გასაგები მიზეზების გამო.
ონლაინ შეგვიძლია მოვითხოვოთ 3000 ლარამდე თანხა პირველივე ჯერზე და დავაფროთ ეს კრედიტი 24 თვემდე ვადაში. სესხების პროცესი სულ რამდენიმე ეტაპისგან შედგებადა და თქვენგან რამდენიმე წუთს მოითხოვს. საჭიროა უმარტივესი განაცხადის შევსება, იდენტიფიკაცია და ფული რამდენიმე წუთში თქვენს ანგარიშზეა. შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთს ონლაინ სესხის შერჩევისას უკვე აღარ ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუმცა რჩება ფაქტორები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ონლაინ სესხის შერჩევისას. მაგალითად, მსესხებლის ასაკობრივი ზღვრები, პირველი სესხის ლიმიტები, დამტკიცებული თანხის მიღების საშუალებები, კომპანიის სამუშაო გრაფიკი და სხვა. ამ და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების მიხედვით სწრაფი ინტერნეტ კრედიტების შერჩევაში დაგეხმარებათ ონლაინ სესხების კატალოგი მომე.ჯი. აქ ხომ ნახავთ საქართველოში არსებულ თითქმის ყველა ონლაინ სესხს. ჩვენს ვებ გვერდზე აუცილებლად მონახავთ თქვენს პირობებს მაქსიმალურად შესაფერის ვარიანტს. კითხვების შემთხვევაში კი ყოველთვის შეძლებთ ჩვენს ოპერატორებთნ დაკავშირებას საიტზე არსებული ონლაინ დახამარების ფორმის მეშვეობით.

onlain sesxebi