onlain sesxebi - ყველა


ონლაინ სესხები - ყველა შემთხვევისთვის

დღეს საჭირო თანხის სწრაფად სესხებისთვის აღარ გვჭირდება მეგობრების ან ახლობლების შეწუხება, ბანკის რიგებში დგომა და ნებისმიერი აქტივობა, რაც დროის ფუჭ ხარჯვასთან და უხერხულობასთან არის დაკავშირებული. სწრაფი ონლაინ სესხების სერვისის დახმარებით შესაძლებელია საჭირო, თუნდაც რამდენიმე ათასი ლარის, სესხება სახლიდან გაუსვლელად, 15 წუთამდე დროში. სესხება შესაძლებელია თუნდაც მხოლოდ სმარტფონით. მსესხებელი შესაძლოა იყოს საქართველოს მოქალაქე ძირითადად 20-დან 65 წლამდე.
ინტერნეტში სესხების პროცესი გამოიყურება შემდეგნაირად, იმის შემდეგ, რაც ავირჩევთ ჩვენს პირობებს მაქსიმალურად შესაფერის ვარიანტს გადავალთ გამსესხებლის ვებ გვერდზე, კალკულატორზე ავირჩევთ სასურველ თანხასა და პერიოდს, ასევე მანდვე იქნება გამოსახული წლიური ეფქტური საპროცენტო განაკვეთი, ნომინალურიც და სხვა ფინანსური მაჩვენებლები. შემდეგ ნაბიჯია უმარტივესი განაცხადის შევსება, შემდეგ კი, ხშირად, იდენტიფიკაცია, რაც გულისხმობს ჩვენი საბანკო ანგარიშიდან სიმბოლური თანხის გადარიცხვას გამსესხებლის რეკვიზიტებზე. ამ პროცესების დასრულების შემდეგ სესხზე პასუხი, როგორც წესი, რამდენიმე წუთში მოდის და თანხაც მალევე აისახება თქვენს ანგარიშზე. ზოგი ონლაინ კრედიტორი გვთავაზობთ დამტკიცებული თანხის მიღების ალტერნატიულ მეთოდებსაც, როგორებიცაა ხელზე მიღება, აიდი ბარათის მეშვეობით გატანა და ა.შ.
ინტერნეტში შესაძლებელია ორი ტიპის სწრაფი კრედიტის მიღება მოკლე და გრძელვადიანის. პირველის შემთხვევაში ლიმიტი არც ისე დიდი და პერიოდი ხშირად ფიქსირებულია და შეადგენს 30 დღეს. რაც შეეხება ხანგრძლივ ონლაინ კრედიტებს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია პირველივე ჯერზე ვისესხოთ 3000 ლარამდე თანხა, ან მეტიც კი. დაფარვის პერიოდი კი ხშირად 3-დან 24 თვემდეა. გვხვდება ვარიანტები, როდესაც პერიოდი 36 ან 48 თვემდეცაა. დღეს საქართველოში სწორედ გრძელვადიანი შემოთავაზებები ჭარბობს.
რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ის ლიმიტირებულია სახელმწიფოს მიერ. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ვერ იქნება 100%-ზე მეტი. ეს მაჩვენებელია რამდენიმე წლის წინანდელზე ბევრად მცირეა, რამაც მნიშვნელოვნად დააკმაყოფილა მომხმარებელთა მოთხოვნები.
საქრთველოში ნადვილად გვაქვს არჩევანის საშუალება, როდესაც საქმე ონლაინ კრედიტებს ეხებათ. საჭიროა მათი საგულდაგულოდ შერჩევა, რათა შერჩეულმა ვარიანტმა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნები. შერჩევის კრიტერიუმი შესაძლოა იყოს მრავალგვარი, მაგალითად საპროცენტო განაკვეთი, პირველი სესხის ლიმიტი, მსესხებლის ასაკობრივი ზღვრები, სამუშაო საათები და დღეები, დამტკიცებული თანხის მიღების საშუალებები და სხვა.
ონლაინ სესხების საგულდაგულოდ შერჩევას შეძლებთ mome-ს კატალოგში. აქ ხომ წარმოდგენილია საქართველოში არსებული თითქმის ყველა ტიპის სწრაფი კრედიტი. შეძლებთ მათ შედარებას მნიშვნელოვანი მაჩვენებლების მიხედვით. mome-ზე თქვენ აუცილებლად შეარჩევთ ისეთ ვარიანტს, რომ გადაიხადოთ რაც შეიძლება ნაკლები და მიიღოთ მაქსიმალურად კარგი პირობები. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ mome-ზე სესხების შერჩვისას, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საიტზე არსებული ონლაინ დახმარების ფორმის მეშვეობით. ჩვენი კონსულტანტები მუდამ მზად არიან დახმარებისთვის. ასევე მოინახულეთ ჩვენი ბლოგი, რომელიც ყოველდღიურად ახლდება საინტერესო და სასარგებლო პოსტებით.

onlain sesxebi