onlain sesxebi - ყველა


ონლაინ სესხები უსწრაფესი მეთოდი თანხის მიღებისთვის

როდესაც სისწრაფე ფულის სესხების დროს გადამწყვეტია, უკვე რამდენიმე წელია ასეთ დროს უპირობო ლიდერი ონლაინ სესხების სერვისია, რატომ? მოდით, ნაწილ-ნაწილ მივყვეთ ამ სერვისის იმ უპირატესობებს, რაც მომხმარებელთა შორის სწრაფი კრედიტების პოპულარობას განაპირობებს.

სიმარტივე
აღნიშნული სესხების გამოყენება მაქსიმალურად მარტივია. ფაქტობრივად საჭიროა ერთი, უმარტივესი სარეგისტრაციო ფორმის შევსება და ზოგ შემთხვევაში იდენტიფიკაცია, ანუ ჩვენი საბანკო ანგარიშიდან სიმბოლური თანხის გადარიცხვა გამსესხებლის რეკვიზიტებზე. ყოველ შემთხვევაში, ონლაინ სესხის მიღება შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, ყველგვარი დოკუმენტებისა თუ ამონაწერების წარდგენის გარეშე თუნდაც მხოლოდ სმარტფონის მეშვეობით.

სისწრაფე
რაც შეეხება ამ ფაქტორს, აქ ნამდვილად ბადალი არ ჰყავს ონლაინ კრედიტებს. სასურველი თანხის მიღება ხომ სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. თუ რომელიმე კომპანიაში პირველად იღებთ ონლაინ სესხს, შესაძლოა დრო წაგართვათ განაცხადის შევსებისა და იდენტიფიკაციის პროცესმა. განმეორებითი სესხების დროს კი თანხა პრაქტიკულად მემომენტალურად ჩნდება ჩვენს ანგარიშზე.

ლიმიტები და მოხერხებული გრაფიკი
ონლაინ სესხები საქართველოში ძირითადად გრძელვადიანებია. ანუ ეს ნიშნავს კიდევ უფრო მაღალ ლიმიტებსა და კრედიტის გადახდის მაქსიმალურად ჩვენზე მორგებულ პირობებს. შესაძლებლეია 3000 ლარამდე სესხება და ამ ვალდებულების დაფარვა მცირე, ყოველთვიური შენატანებით 3-დან 24 თვემდე ვადაში. გვხვდება ვარიანტები, როდესაც კრედიტი იფარება 36 და 48 თვეშიც კი.

დამტკიცებული თანხის მიღების საშუალებები
მართალია, დამტკიცებული ფულის მიღებისთვის ყველაზე გავრცელებული მეთოდი საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვაა, როცა საქმე ონლაინ კრედიტებს ეხებათ, თუმცა გვხვდება ასევე ალტერნატიული მეთოდები, როგორებიცაა ხელზე მიღება, აიდი ბარათის მეშვეობით ბანკომატიდან გატანა და სხვა.
კრედიტის გახანგრძლივების შესაძლებლობა
უმეტეს შემთხვევაში, შესაძლებლობა გვაქვს, თუ კრედიტის დაფარვა, შენატანის გაკეთებას ვერ ვახერხებთ დათქმულ დღეს, გადავავადოთ ეს სესხი ჩვენთვის საჭირო ვადით.

შემცირებული საპროცენტო გაკვეთი
სახელმწიფო რეგულაციების შემდეგ წლიური ეფქტური საპროცენტო განაკვეთი ლიმიტირებული და ვერ იქნება 100%-ზე მეტი. ეს კი გაცილებით ნაკლებია რამდენიმე წლის წინანდელ ანალოგიურ მაჩვენებელზე.

თუ ონლაინ სესხების სერვისის გამოყენება დაგჭირდათ, საჭიროა მათი საგულდაგულოდ შერჩევა. არსებობოს მრავალი ფაქტორი, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია თქვენთვის მაქსიმალურად უპრიანი სწრაფი სესხის შერჩევა. ეს ფაქტორები შესაძლოა იყოს საპროცენტო განაკვეთები, პირველი სესხის მაქსიმუმი, მსესხებლის ასაკი, კომპანიის სამუშაო გრაფიკი და სხვა. ამ და სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმების მიხედვით ინტერნეტ კრედიტების შედარებას შეძლებთ ჩვენს ვებ გვერდ მომე.ჯი-ზე. აქ ნახავთ მოკლევადიან და გრძელვადიან ონლაინ სესხებს, ასევე ავტო და იპოთეკურ კრედიტებს. საიტზე ასევე ფუნქციონირებს ონლაინ დახმარების სერვისი, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ ყოველთვის, როდესაც რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ ჩვენთან ონლაინ კრედიტების შერჩვისას. თვალი გადაავლეთ ასევე ჩვენს ბლოგს, სადაც ყოველდღიურად შეგხვდებათ საიტერესო და სასარგებლო პოსტები.

onlain sesxebi