გრძელვადიანი ონლაინ სესხები - როგორ მივიღოთ
დახმარება
დახმარება
onlain sesxebi - ყველა


გრძელვადიანი ონლაინ სესხები - როგორ მივიღოთ

თუ ფულის სწრაფად სესხება დაგჭირდათ და ამისათვის ონალინ სესხები აირჩიეთ, მაშინ თქვენ ნამდვილად მიიღებთ სასურველ თანხას რაც შეიძლება სწრაფად. სულ რამდენიმე წლის წინ სწრაფი კრედიტები ასოცირდებოდა მოკლევადიან კრედიტთან, რომლის მეშვეობითც შესაძლებელი იყო მხოლოდ რამდენიმე ასეული ლარის სესხება და წვრილმანი პრობლემების მოგვარება. დღეს სხვა სიტუაციაა, შესაძლებელია ონლაინ შევსებული განაცხადის საფუძველზე თუნდაც რამდენიმე ათასი ლარის სესხება და ამ ვალდებულების დაფარვა რამდენიმე თვის განმავლობაში. ანუ ონლაინ შესაძლებელი გახდა სწრაფი სამომხმარებლო სესხის მიღება, რომლის გაფორმებასაც სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. საპროცენტო განაკვეთი, როგორც მოკლევადიანი ონალინ სესხების შემთხვევაში ხანგრძლივი ინტერნეტ კრედიტების დროსაც ლიმიტირებულია სახელმწიფოს მიერ და მისი წლიური ეფექტური მაჩვენებელი ვერ იქნება 100%-ზე მეტი.

როგორ მივიღოთ გრძელვადიანი ონლაინ სესხი?
პირველ, რიგში აუცილებელია სწორად შეირჩეს ჩვენს პირობებს მორგებული ვარიანტი. ისეთი სწრაფი კრედიტი, რომლის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ბოლომდე უპასუხებს ჩვენს მოთხოვნებს, ამაზე ოდნავ გვიან. შემდეგი ნაბიჯია გამსესხებლის საიტზე, მთავარ გვერდზე კალკულატორზე სასურველი თანხისა და პერიოდის მონიშვნა. იქვე დაეწერება, რამდენის გადახდა მოგვიწევს ყოველთვიურად, ასევე ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთები. თუ თანახმა ვართ შემოთავაზებულ პირობებზე, ვაკლიკავთ სესხის მიღებას და გაგვეხსნება სარეგისტრაციო ფორმა, სადაც შეგვყავს ინფორმაცია ჩვენს შესახებ, რომელიმე დოკუმენტის ნომერი, შესაძლოა ინფორმაცია სამუშაო ადგილის შესახებ და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში, შემდგომი ნაბიჯია იდენტიფიკაცია. ანუ სიმბოლური თანხის, ხშირად 1 თეთრის, გადარიცხვა ჩვენი საბანკო ანგარიშიდან კომპანიის რეკვიზიტებზე. დამტკიცების შემთხვევაში სწორედ ამ ანგარიშზე ჩაირიცხება თანხა. ზოგ კომპანიას აქვს თანხის მიღების ალტერნატიული მეთოდები, ამ დროს არაა საჭირო ინდენტიფიკაცია. აღნიშნული მეთოდებია: თანხის ხელზე მიღება, აიდი ბარათის მეშვეობით ბანკომატიდან გატანა და სხვა. იდენტიფიკაციის გავლის შემდეგ საშუალოდ 15 წუთია საჭირო, რომ დამტკიცებული თანხა აისახოს თქვენს საბანკო ანგარიშზე.

ახლა მივუბრუნდეთ ონლაინ სესხების შერჩევის პუნქტს. კრედიტების სწორი შერჩევა იმის გარანტია იქნება რომ გადაიხდით რაც შეიძლება ნაკლებს და მიიღებთ საუკეთესო პირობებს. შერჩევის კრიტერიუმები შესაძლოა იყოს: საპროცენტო განაკვეთები, საკომისიოს დარიცხვის მოდელი, პირველი სესხის ლიმიტი, ზოგისთვის კი - რამდენად ადვილად გასცემს შერჩეული კომპანია სესხს. შერჩევის ფაქტორი შესაძლოა კიდევ ბევრი იყოს, თუმცა შერჩევა, როგორც წესი, რამდენიმე ძირითად კრიტერიუმზე დაყრდნობით ხდება. ონლაინ კრეიდტების სწრაფად და საფუძვლიანად შერჩევა შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდ მომე.ჯი-ზე. აქ ნახავთ საქართველოში არსებულ ყველა ტიპის ინტერნეტ სესხს. შეძლებთ მათ შედარებას ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით და თქვენ აუცილებლად გააკეთებთ საუკეთესო არჩევანს. ჩვენს საიტზე ნახავთ სწრაფ მოკლევადიან და ხანგრძლივ სესხებს ასევე ავტო და იპოთეკურ კრედიტებს. იხილეთ ასევე: რა ტიპის სესხები შეგვიძლია მივიღოთ ონლაინ?

მართალია, ონლაინ სესხები ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ფინანსური სერვისია, თუმცა ხშირად მომხმარებლებს მაინც სჭირდებათ სხვადასხვა საკითხში დახმარება. ასეთი შემთხვევებისთვის ჩვენს საიტზე ნახავთ ონლაინ დახმარების ფორმას, რომლის საშუალებითაც ჩვენი კონსულტანტები სიამოვნებით გაგიწევენ კონსულტაციას. ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია ასევე სოციალური ქსელების, მეილისა და ტელეფონის საშუალებით.
დაიხმარეთ მომე.ჯი ყოველთვის, როდესაც სწრაფი სესხების სერვისით სარგებლობა დაგჭირდებათ და თქვენ ყოველთვის გააკეთებთ სწორ არჩევანს.

საუკეთესო შემოთავაზებები:


KIMBI

CREDIA

CCCREDIT

AMICA

onlain sesxebi