onlain sesxebi - ყველა

ფული თუ ხელოვნება? თანამედროვეობის 5 ყველაზე ლამაზი მონეტა

ფული თუ ხელოვნება? თანამედროვეობის 5 ყველაზე ლამაზი მონეტა

დღეს თანამედროვე ზარაფხანების პროდუქციას, ძნელია უწოდო უბრალოდ ანგარიშწორების საშუალება. მონეტის ჩამოჭრის ოსტატობა ავსებს მოქალაქეების ჯიბეებს ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებით.
ჩვენ წარმოგიდგენთ მონეტებს, რომლებიც ზედიზედ 5 წელი იღებდნენ ჯილდოს - „წლის მონეტა“, საუკეთესო მხატვრული გადაწყვეტის გამო.

-2017-

10 ევრო „მშვიდობის 70 წელი ევროპაში“

იტალია, ვერცხლი, 2015

2015 წელს მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 70 წელი გავიდა. ევროკავშირის ზარაფხანებმა ეს საიუბილეო მონეტების სერიის სახელით აღნიშნეს. იტალიური 10 ევროს ავერსზე გამოსახულია მშვიდობის მტრედი, რომელიც ბერძენ ქალღმერთს უჭირავს
რევერსზე - ამბროჯო ლორენცეტის „ქალაქში კარგი და ცუდი მმართველობის ალეგორიის“ ფრაგმენტი პალაცო პუბლიკოში (სიენა, იტალია).

-2016-
50 ევრო „იუდით II“

ავსტრია, ოქრო, 2014

მონეტა შედის სერიაში, რომელიც ავსტრიელ მხატვარ-მოდერნისტ გუსტავ კლიმტს მიეძღვნა. ავერსზე გამოსახულია მისი ნამუშევრის ფრაგმენტი - „შიშველი ჭეშმარიტება“. რევერსზე - „იუდით II“.

ფული თუ ხელოვნება? თანამედროვეობის 5 ყველაზე ლამაზი მონეტა


-2015-
100 ევრო „მადლიერი ირემი“

ავსტრია, ოქრო, 2013

პირველი მონეტა სერიაში „ველური ბუნება“ გამოხატავს ევროპის კონტინენტისთვის ტიპიურ ცხოველს - ირემს. მონეტის ქვედა ნაწილი შეიცავს დეკორატიულ დიზაინს, რომელიც მთელ სერიას შესანიშნავ ხასიათს აძლევს.


-2014-
10 ევრო „ივ კლაინი“

საფრანგეთი, ვერცხლი, 2012

ეს მონეტა ჩამოიჭრა 2012 წელს, ფრანგი მხატვრის - ივ კლაინის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ავერსზე გამოსახულია კლაინის პორტრეტი, რევერსზე - ერთ-ერთი იმ ტექნიკებიდან, რომლითაც მხატვარი მუშაობდა.


-2013-
1 ლატი „ფანჯარა ტირის ნისლში“

ლატვია, ვერცხლი, 2011

კვადრატული ფორმის ვერცხლის მონეტა ეძღვნება ლატვიელი პოეტის, ალექსანდრ ჩაკის 110 წლის იუბილეს. მონეტის ავერსზე გამოხატულია ფანჯარა ტუჩებისა და ფოთლების ნაბეჭდებით. მონეტის რევერსზე გამოსახულია რიყე წარწერით „ალექსანდრ ჩაკი“, ასევე წერია ლატვიელი პოეტის ცხოვრების წლები.


-2012-
2 შექელი „იონა ვეშაპის მუცელში“

ისრაელი, ვერცხლი, 2010

მონეტის ავერსზე გამოსახულია ნომინალი ებრაულად და ინგლისურად, ისრაელის სახელმწიფო გერბი, „ისრაელი“ ებრაულად, ინგლისურად და არაბულად და წარწერა „იონა ვეშაპის მუცელში“.
მონეტის რევერსზე გამოსახულია წინასწარმეტყველი იონა, რომელიც ვეშაპის მუცლიდან ლოცულობს, სადაც ლეგენდის თანახმად მან სამი დღე და ღამე გაატარა.


ყველა ეს მონეტა - ძვირფასი მეტალებისგან დამზადებული საკოლექციო გამოცემაა. ჩვეულებრივ მომხმარებლებს ნაკლები შანსი აქვთ, რომ მათ შეეხონ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მონეტები, რომლებიც მიმოქცევაში ხვდებიან, ზემოჩამოთვლილთ ჩამოუვარდებიან.

წყარო: http://psm7.com