onlain sesxebi - ყველა

როგორ შეცვალა სტივ ჯობსმა გადახდები მსოფლიოში

როგორ შეცვალა სტივ ჯობსმა გადახდები მსოფლიოში

სტივ ჯობსი - ჩვენი ტექნოლოგიური დროის გმირია. მისი მდგომარეობა მილიარდებით იზომებოდა, ხოლო წარმატება - გაჯეტებით. კიდევ რაშეიძლება ისურვო IT საუკუნეში? ჩვენ გავერკვევით, თუ კომპიუტერული ტექნიკის გარდა კიდევ რა სფეროები მოიცვა მისმა გავლენამ.


როგორ შეცვალა სტივ ჯობსმა გადახდების ინდუსტია: ტოპ-3 არგუმენტი
რა თქმა უნდა, სტივ ჯობსის დამსახურება კომპიუტერებისა და ტელეფონების სფეროში უფრო აშკარაა, ვიდრე გადახდების ინდუსტრიაში. თუმცა Apple-სა და MasterCard-ის კავშირის კვალზე გასვლა არც თუ ისე ძნელია, როგორც გგონიათ.


არგუმენტი №1
ონლაინ გადახდები წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება. ჩვენ შეგვყავს ბარათის მონაცემები ინტერნეტში, როცა გვინდა მობილური ტელეფონის ანგარიში შევავსოთ, დავფაროთ კომუნარული დავალიანებები ან უბრალოდ რაიმე ვიყიდოთ ინტერნეტ-მაღაზიაში. ყველა ეს ოპერაცია შეუძლებელი იყო, სანამ კომპიუტერი გამოჩნდებოდა.
2000-იანებში ამერიკელი ოჯახების 70% უკვე სარგებლობდა პერსონალური კომპიუტერით. მაგრამ ასეთი შედეგის მისაღწევად არაერთი ათწლეული გახდა საჭირო. სტივ ჯობსის დამსახურებაა ის, რომ კომპიუტერის წილი საკრედიტო ბარათებზე საგრძნობლად გაიზარდა.


არგუმენტი №2
ერთ მოწყობილობაში რამდენიმე ფუნქციის გაერთიანება სწრაფად გადაგაჩვევთ მრავალი ნივთის გამოყენებას.
როცა სტივ ჯობსმა პირველი iPod-ი და iTunes-ი წარმოადგინა 2001 წელს, ათასობით ადამიანმა შეწყვიტა თავიანთი კომპაქტ-დისკებისა და აუდიოპლეერების გამოყენება და eBay-ზე გასაყიდად გამოიტანეს.
მოგვიანებით, 2011 წელს სტივ ჯობსმა მედიაპლეერს მსოფლიოში საბანკო ანგარიშების ყველაზე დიდი ბაზა უწოდა. იმ მომენტში 200 მლნ. - მა მომხმარებელმა მიაბა საკუთარი ბარათები აპლიკაციას.


არგუმენტი №3
როცა სტივ ჯობსი iPhone-ს ქმნიდა, მობილურ ბანკინგზე საუბარიც კი არ იყო. დღეს მობილურიდან გადახდა - გლობალური ტრენდია, რომელსაც მხარს უჭერენ სმარტფონების მწარმოებლები მთელი მსოფლიოდან.
რა თქმა უნდა, ჯობსს არ გამოუგონია მობაილ ბანკინგი. მაგრამ iPhone-ს გამოჩენასთან ერთად ჩვენ შევეჩვიეთ კამერის, GPS-ლოკატორის, მუსიკალური ავტომატისა და Angry Birds-ის თან ტარებას. საკითხავი ისაა, თუ რატომ არ შეიძლება ამ ჩამონათვალს ფულიც დავამატოთ.
Apple სმარტფონის საფულედ გადაქცევის იდეა 2014 წელს განხორციელდა - ახლა შეიძლება მასში ბარათები ჩავტვირთოთ და დავფაროთ ხარჯები.
ფინანსური სერვისების სმარტფონებში მიგრაცია სწრაფდება - მობილურით გადახდა უკვე ნორმად ყალიბდება. პროგნოზებით, მობილური გადახდების ბაზარი წელიწადში 33%-ით გაიზრდება.

წყარო: http://psm7.com