onlain sesxebi - ყველა

რომელი საბანკო ბარათით გავემგზავროთ საზღვარგარეთ?

რომელი საბანკო ბარათით გავემგზავროთ საზღვარგარეთ?
მზად ხართ ევროპაში გასამგზავრებლად?
ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტმა საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ჩვენ უკვე შეგვიძლია თავისუფლად ვიმოგზაუროთ ევროპაში.
ჩვენ აგიხსნით თუ როგორ გაემგზავროთ საზღვარგარეთ კომფორტულად - რომელი ბარათი უნდა წაიღოთ, რა ჯდება უნაღდო ანგარიშწორება სხვა ქვეყანაში და რატომ უნდა შეატყობინოთ ბანკს, სანამ მოგზაურობას დაიწყებთ.
უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ნაღდი ფულის მაგივრად საბანკო ბარათს იყენებს. ეს კომფორტული და უსაფრთხოა. გარდა ამისა, თუ ბარათით ისარგებლებთ, საზღვრის გადაკვეთისას აღარ მოგიწევთ ფულის წარმოდგენა. საკმარისია, საბაჟო სამსახურს შეატყობინოთ ამ საგადასახადო ინსტრუმენტის ხელმისაწვდომობის შესახებ. ევროპაში საერთოდ არ არის ძნელი ბარათით ანგარიშწორება და სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს ამ სერვისით.


რომელი ბარათი ავირჩიოთ?
მთავარი პირობა- ბარათი რომელსაც გამოიყენებთ, უნდა იყოს საერთაშორისო. Visa და MasterCard - ი ქვეყნების უმრავლესობაში გამოიყენება. მიიჩნევა, რომ ევროპაში მეტად გავრცელებული MasterCard-ია, Visa კი - ლათინური ამერიკის ქვეყნებში, აშშ-სა და ავსტრალიაში. ასეთი დაყოფა პირობითია და ხშირ შემთხვევაში მოგზაურები ორივე სახის ბარათს იღებენ.

ექსპერტები გვირჩევენ გამოვიყენოთ EMV სტანდარტის ბარათი(ბარათი ჩიპით), რომელიც უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას ფინანსური ტრანზაქციების დროს. ჩიპიანი ბარათები გავრცელებულია ევროპაში.

ყველაზე კარგი ვარიანტია Visa-ს და MasterCard-ის Classic, Gold ან Platinum კლასების გამოყენება. ამ ბარათებით გათვალისწინებულია ბანკომატიდან გამოტანილი ნაღდი ფული, ან უნდაღდო ანგარიშწორება სავაჭრო ქსელებსა და ინტერნეტში. დაგვეთანხმეთ, ამის გარეშე არაფერი გამოვა. თქვენ ხომ სასტუმროში ოთახის დაჯავშვნა მოგიწევთ, ან ავტომობილის ქირის გადახდა, ტრანსპორტის ბილეთის ყიდვა ან სუპერმარკეტში საჭირო სურსათის შეძენა.

ასევე შეიძლება გამოიყენოთ ბარათი Visa Electron ან Cirrus Maestro(ეს ნაწილობრივ სახელფასო ბარათებია). მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დარეკოთ ბანკში და დარწმუნდეთ, რომ თქვენი ბარათით საზღვარგარეთაცაა შესაძლებელი ანგარიშწორება. სახელფასო ბარათები ხომ იმისათვის იქმნება, რომ ერთი ქვეყნის არეალში გამოიყენონ. არსებობს რისკი, რომ საზღვარგარეთ , ზოგიერთ სავაჭრო წერტილში არ მიიღონ Visa Electron-ი გაუგებარი მიზეზების გამო. ამიტომაც ასეთი ბარათები ყველაზე ხშირად მხოლოდ ფულის განაღდებისათვის გამოიყენება.

აი Gold და Platinum კლასის მფლობელებს პირიქით, დამატებითი მომსახურებები აქვს. ბარგის დაზღვევა, აეროპორტის ბიზნეს-დარბაზებში შესვლა და ა.შ.

რა ღირს ეს?
თუ თქვენ მოგზაურობაში წასასვლელად ახალი ბარათის აღება გჭირდებათ, მაშინ ბარათის გამოშვების საკომისიოს გადახდა მოგიწევთ. ბანკები უფასო სერვისების ძალიან მცირე კომპლექტს გვთავაზობენ.
საკომისიოს სიდიდე დამოკიდებულია კონკრეტული ბანკის ტარიფულ პაკეტსა და არჩეულ პროდუქტზე. ასევე შესაძლოა სხვა ქვეყნაში ფულის განაღდებისას, თქვენ საკომისიო გადაუხადოთ თქვენს ბანკსა და ბანკომატის მფლობელ ბანკსაც. ამის შესახებ შეგატყობინებენ.
ყველაზე რთულ კითხვას ტურისტებისათვის კონვერტაცია წარმოადგენს. თუ თქვენი ანგარიში ლარშია გახსნილი, მაშინ როდესაც რაიმეს ყიდულობთ, ან ანაღდებთ თანხას , ასეთ დროს ხდება ორმაგი კონვერტაცია.
როგორ შეიძლება ორმაგი კონვერტაციის საკითხი მოვაგვაროთ?
უმჯობესია ანგარიში იმ ვალუტაში გავხსნათ, რომლითაც ვისარგებლებთ. ყველაზე ხშირად ბარათებს დოლარზე ან ევროზე აფორმებენ - ასე საბანკო კონვერტაციას მაინც გაექცევით, მაშინაც კი თუ სხვა ვალუტაში გადაიხდით. ასევე შეგიძლიათ მულტივალუტიანი ბარათის შეძენაც.

პრაქტიკული რჩევები
შეატყობინეთ ბანკს თქვენი გამგზავრების შესახებ. უნდა შეატყობინოთ, თუ სად მიემგზავრებით, როდის, რამდენი ხნით და როგორი საბანკო ოპერაციების შესრულებას აპირებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემამ შეიძლება ნებისმიერ დროს დაბლოკოს ბარათი თაღლითობის შემჩნევის გამო. ასევე უნდა წაიღოთ თან საბანკო მომსახურების ნომერი , რათა შემდგომ შეძლოთ ბარათის დაბლოკვა მისი დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში.


სწორად აარჩიეთ ანგარიშის ვალუტა, რათა ზემოთ ხსენებულ ორმაგ კონვერტაციას გაექცეთ. მაგალითად: თუ მიდიხართ ისეთ ქვეყანაში სადაც სახელმწიფო ვალუტა ევროა, მაშინ საჭიროა ანგარიშის ევროში გახსნა, მაგრამ თუ ისეთ ქვეყანაში წახვალთ, სადაც ჯერ არ არის ევრო, მაშინ მიზანშეწონილი დოლარია.

ეცადეთ გადაიხადოთ ბარათით და არ გაანაღდოთ ფული ბანკომატით, რადგან ბანკი რომელსაც ის ეკუთვნის, საკომისიოს აწესებს, ხოლო კ, ასევე საკომისიოს იღებს კომპანია, რომელიც ამ ბანკს ემსახურება ბანკომატების გამართვაში.

დააკავშირეთ მობილური ტელეფონი და ინტერნეტ-ბანკინგი. ეს მოგცემთ საშუალებას, თვალი ადევნოთ განხორციელებულ ოპერაციებს და სწრაფი რეაგირება მოახდინოთ საეჭვო ტრანზაქციებზე.

შეინახეთ ბარათზე დამატებითი თანხა. კონვერტაციისა და საკომისიოს გათვალისწინებით უმჯობესია ასე მოიქცეთ, რათა უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. თუ უბრალოდ შემოგრჩათ ფული, მათი დახარჯვა ყოველთვის შეიძლება სუვენირებსა და საჩუქრებზე.

წყარო: http://psm7.com