onlain sesxebi - ყველა

7 საინტერესო ფაქტი ფულზე

7 საინტერესო ფაქტი ფულზე

მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც სრულიად გულგრილია ფულთან მიმართებაში. ზოგი მას თაყვანს სცემს, ზოგსაც ის სძულს და ყელა პრობლემაში ადანაშაულებს. ჩვენ ვეცდებით არც ერთის მხარე დავიჭიროთ და შევხედოთ ფულს, როგორც ჩვენი რეალობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ელემენტს.

1)

სიტყვა «მონეტა» ჩვენამდე ძველი რომიდან მოვიდა. რომაელი ქალღმერთი იუნონა მონეტის ტიტულს ფლობდა, რაც ქართულად ნიშნავს «გამაფრთხილებელს» ან «მრჩეველს». სწორედ ამ ქალღმერთის ტაძართან მდებარეობდა ზარაფხანები, სადაც მეტალის ფულს ჭრიდნენ. ამ საწარმოების პროდუქციას მონეტები უწოდეს, ხოლო ინგლისურ ენაში ამ სიტყვისგან წარმოიშვა ფულის ზოგადი დასახელება - money.
7 საინტერესო ფაქტი ფულზე


2)

მიუხედავად იმისა, რომ ძველ საბერძნეთში «ნორმალური» ფული არსებობდა, სპარტაში ფულის მაგივრად მოუხერხებელსა და არაპრაქტიკულ რკინის ნაწილებს იყენებდნენ. ეს იმისათვის იყო, რომ სპარტელებს სიმდიდრისკენ არ ესწრაფათ, ასევე არ ექურდათ და არავინ მოესყიდათ.


3)

დღეისათვის საქვეყნოდ ცნობილი დოლარის ნიშანი ($) ჯერ კიდევ ამერიკული ვალუტის და საერთოდ შეერთებული შტატების შექმნამდე არსებობდა. თავდაპირველად ის მექსიკურ პესოს აღნიშნავდა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული შტატების ტერიტორიაზე, სანამ საკუთარი ფულის ჭრას დაიწყებდნენ. იმ დროინდელი ეპოქის დოკუმენტების გამოკვლევამ აჩვენა, რომ ნიშანი წარმოიშვა P და S ასოების შერწყმით, შემოკლება Ps-ში, რომელიც პესოს აღსანიშნავად გამოიყენებოდა.


4)

ყველაზე მძიმე მონეტად მსოფლიოში ითვლება ოქროს მონეტა, რომელიც პერთის (ავსტრალია) ზარაფხანამ დაამზადა. მისი წონა 1 ტონას შეადგენს და 999-ე სინჯის ოქროსგანაა დამზადებული, მისი დიამეტრი 80 სანტიმეტრს შეადგენს, სისქეში კი 12 სანტიმეტრია. გიგანტის ნომინალური ფასი 1 მილიონი დოლარია, მაგრამ სპეციალისტებმა გამოთვალეს, რომ ამ ოქროს ზოდებში გაყიდვა 55 მილიონად შეიძლება.


5)

ისააკ ნიუტონის სახელი ბევრი ჩვენგანისთვის უკავშირდება მითიურ ვაშლსა და მსოფლიო მიზიდულობის ძალას. თუმცა, კაცობრიობა მხოლოდ ამისთვის არაა მადლიერი. სამწუხაროდ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ მან, ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის მმართველმა მოიგონა მონეტის კიდეების დანაოჭება. ეს საგრძნობლად ართულებდა გაყალბებას, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენდა მაშინ, როცა მონეტები ძვირფასი მეტალებისგან მზადდებოდა.


6)

ჩვეულებრივ ფულის ღირებულება იმდენია, რამხელაც მისი ნომინალია. მაგრამ ეს არ ეხება ხმარებიდან ამოღებულ, სუვენირულ და კოლექციურ ეგზემპლარებს. დღესდღეისობით ყველაზე ძვირ მონეტად ითვლება ეგრეთწოდებული დოლარი «გაშლილი თმები», რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 1794 წელს ჩამოიჭრა. ის აუქციონზე 7 850 000 დოლარად გაიყიდა.


7)

ქაღალდის ფული, მისი სახელწოდების მიუხედავად, იბეჭდება არა ქაღალდზე, არამედ სპეციალურად დამზადებულ უცვეთ მატერიალზე, რომელიც ბამბისა და სელისგან შედგება. ამის გარდა, არაერთ ქვეყანაში ატარებენ ექსპერიმენტებს ახალ მატერიალებზე, რომლებმაც უნდა გააუმჯობესონ ფულის გამძლეობა. ასე ფულს ავსტრალიაში, ჩინეთში, ბრაზილიაში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, რუმინეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში უკვე განსაკუთრებული თხელი პლასტმასისაგან ამზადებენ.

წყარო: lifehacker.ru