onlain sesxebi - ყველა

ტოპ 3 საბანკო შეცდომა, რომელიც ძალიან ძვირად დაუჯდათ მათ

ტოპ 3 საბანკო შეცდომა, რომელიც ძალიან ძვირად დაუჯდათ მათ

1997 წლის 25 აპრილს, პროგრამისტების შეცდომის წყალობით, ინტერნეტს, მისი ისტორიის მანძილზე ყველაზე სერიოზული პრობლემა შეექმნა . პრაქტიკულად ამერიკის მთელს ტერიტორიაზე არავის არ ქონდა წვდომა ინტერნეტტან ორი საათის განმავლობაში.

ინტერნეტტთან წვდომის გარეშე ყოფნაზე უარესი შეიძლება ანგარიშებიდან თანხის დაკარგვა იყოს ტექნიკური პრობლემების გამო. ჩვენ გადავწყვიტეთ მოგიყვეთ კურიოზული ფაქტები, რომლებიც ბანკებს გადახდათ თავს, ტექნიკური შეცდომების გამო.

პირველი ტრილიონერი

2013 წელს ამერიკულმა ფინანსურმა ორგანიზაციამ განაახლა ონლაინ ბანკინგის სისტემა, რომლის წყალობითაც ტექსასელი ბარის მენეჯერი რეგი ტეუსი, მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდა. რეგი რამდენჯერმე შევიდა და გამოვიდა სისტემაში და მას მაინც ყოველჯერზე ხვდებოდა საკუთარ ანგარიშზე 4 ტრილიონი დოლარი.


იმისმაგივრად რომ მას დაეტოვებინა სამსახური და დაეწყო ახალი ცხოვრება, მან ამ ფულით სახელმწიფო ვალის გადახდა გადაწყვიტა, სამწუხაროდ ეს შეცდომა მალევე აღმოაჩინა დაწესებულებამ და სრული თანხა ჩამოაჭრა მას. გარკვეული თანხა გადაუხადეს და სთხოვეს რომ ფინანსური დაწესებულების სახელი არ გაეჟღერებინა.

ყველაზე ყეყეჩი გერმანული ბანკი


გერმანულმა სახელმწიფო ბანკმა Kreditanstalt fuer Wiederaufbau (KfW) მიიღო წოდება "გერმანიის ყველაზე ყეყეჩი ბანკი". უდიდესი შეცდომის წყალობით.
2008 წელს KfW-მ 300 მილიონი ევრო შეცდომით გადაურიცხა ამერიკულ საინვესტიციო ბანკ" Lehman Brothers"-ს, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელმა ბანკროტად გამოაცხადა თავი.
2017 წლის თებერვალში KfW-მ უფრო მსხვილი შეცდომა დაუშვა. მან 5.4 მილიარდი ევრო გადაურიცხა 4 სხვადასხვა ბანკს ტექნიკური შეცდომის წყალობით.

ყველაზე მსხვილი ჯარიმა შეცდომისთვის


აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ 2016 წელს დააჯარიმა საბანკო ქსელი "Citigroup"-ი 7 მილიონი დოლარის ოდენობით. ეს იმისთვის რომ ბანკმა კომპიუტერული შეცდომა დაუშვა, რის გამოც ვერ შეძლო კომისიისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება შეთანხმებების შესახებ. 1999 წლიდან 2014 წლამდე
Citigroup-მა კომისიას 26,810 ტრანზაქცია დაუმალა, რის გამოც მათი ჯარიმა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი აღმოჩნდა.


ეს ფაქტები მხოლოდ პატარა ნაწილია იმ ტექნიკური შეცდომებისა, რომლებიც ბანკებს ფინანსურად აზარალებს და ანგრევს მათ რეპუტაციას. ხშირია ისეთი შემთხვევებიც როდესაც ორგანიზაციებს ბაზრიდან გასვლა უწევთ.

წყარო: http://psm7.com