onlain sesxebi - ყველა

ბანკომატები ანტარქტიდაზე და კოკაინი დოლარებზე- ტოპ 5 უჩვეულო ფაქტი ფულზე

ბანკომატები ანტარქტიდაზე და კოკაინი დოლარებზე- ტოპ 5 უჩვეულო ფაქტი ფულზე

ფული მთელი ცხოვრების განმავლობაში მუდამ თან გვზდევს.. ზოგიერთისთვის ის მთავარი მოტივატორია, ზოგისთვის კი უბრალოდ მიზანი. ერთნი მას სურვილების შესასრულებლად იყენებენ, მეორენი კი უბრალოდ გადარჩენისათვის.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ ფულზე ბევრი რამ იცით, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც გადავწყვიტეთ რამდენიმე საინტერესო და უჩვეულო ფაქტი წარმოგვედგინა თქვენთვის.

1) მსოფლიოში სამ მილიონამდე ბანკომატი ფუნქციონირებს, მათშორის ორი ანტარქტიდაზეც და ამერიკულ ბანკს "Wells Fargo"ს ეკუთნის.


2) ალბათ გსმენიათ რომ მონეტებსა და კუპიურებზე მრავალი სახის ბაქტერია გვხდება, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ტიპის დაავადებები და ანთებები გამოიწვიოს, ასევე მეცნიერებმა დაასკვნეს რომ ამერიკაში 90% დოლარის კუპიურებს კოკაინის კვალი ეტყობა.


3) ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი 2000 წელს ზიმბაბვეში დაფიქსირდა, ნიშნულმა 231 მილიონ პროცენტს მიაღწია წელიწადში. ეს ოფიციალური მონაცემებით, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით გაცილებით მაღალი იყო მაჩვენებელი. ფასები დაახლოებით 1.5 საათში ორმაგდებოდა.


4) ამ მომენტისათვის ითვლიან 157 ტიპის ვალუტას 194 ქვეყანაში. ყველაზე პოპულარული სახელწოდება მსოფლიოში ფრანკია. ფრანკით ანგარიშსწორდებიან მსოფლიოს 34 ქვეყანაში. შვეიცარული ფრანკი კი ყველაზე სანდოდ და სტაბილურ ვალუტად მიიჩნევა.


5) ნეგატიური ფაქტი- მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი საშუალოდ დღეში ორი დოლარით ცხოვრობს, მილიარდ ადამიანზე მეტი კი ერთ დოლარზე ნაკლებით დღეში.

წყარო: http://psm7.com