onlain sesxebi - ყველა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

ფორბსმა 2017 წლის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ახალი მონაცემები წარმოგვიდგინა.

ბილ გეიტსი კვლად ლიდერობს, მას მოსდევს მისივე მეგობარი უორენ ბაფეტი, ხოლო მესამე პოზიციას ისტორიაში პირველად იკავებს ჯეფ ბეზოსი.

ამერიკულმა ფორბსმა 20 მარტს გამოსცა ახალი, რიგით 31-ე მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგი.
2016 წელს პირველად მიაღწია მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვმა 2000-ს. ერთ წელიწადში, მათი რიცხვი ვისი ქონებაც ერთ მილიარდ დოლარს შეადგენდა 13%-ით გაიზარდა. 1810 დან 2043 ადამიანამდე.

ბილ გეითსი, Microsoft-ის დამფუძნებელი, უკვე ზედიზედ მეოთხე წელია ლიდერობს , მისი ქონებამ 75 დან 86 მილიარდამდე გაიზარდა. რაც შეეხება "Berkshire Hathaway"ს თავკაცის - უორენ ბაფეტის ქონებას, ამავე პერიოდში 14.8 მილიარდით გაიზარდა, რითაც მეორე პოზიცია დაიკავა. Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონება 72.8 მილიარდი დოლარით შეფასდა,რამაც განაპირობა მისი მეხუთე ადგილიდან მესამეზე გადანაცვლება.


1) ბილ გეითსი
ქონება: $86 მილიარდი
ერთწლიანი ზრდა: + $11 მილიარდი
შემოსავლის მთავარი წყარო: Microsoft
ასაკი: 61
ქვეყანა: აშშ



2) უორენ ბაფეტი
ქონება: $75,6 მილიარდი
ერთწლიანი ზრდა: + $14,8 მილიარდი
შემოსავლის მთავარი წყარო: Berkshire Hathaway
ასაკი: 86
ქვეყანა: აშშ



3) ჯეფ ბეზოსი

ქონება: $72,8 მილიარდი
ერთწლიანი ზრდა: + $27,6 მილიარდი
შემოსავლის მთავარი წყარო: Amazon.com
ასაკი: 53
ქვეყანა: აშშ

წყარო: http://www.forbes.ru