onlain sesxebi - ყველა

როგორ დავუბრუნოთ ვალი ღვიძლს დატვირთული კვირის შემდეგ

როგორ დავუბრუნოთ ვალი ღვიძლს დატვირთული კვირის შემდეგ


თქვენ გჭირდებათ დიეტა
გამწმენდი დიეტა კრძალავს კონსერვებს, ფასტფუდს, შებოლილ პროდუქტებს, მარილს, ცხიმიან ხორცს, ცომსა და ტკბილეულს. მაშ რისი ჭამა შეიძლება?

აღდგენის პროცესი თქვენთვის უნდა იქცეს პატარა გაკვეთილად, რომელიც მომავალში სუფრასთან თვითშეზღუდვის მნიშვნელობას შეგახსენებთ.

გოგრის სუპ-პიურე – მისი ქიმიური შემადგენლობა პატივისცემას სამკურნალო მცენარეებშიც კი იწვევს: ვიტამინების მთელი ჯგუფი, ფერმენტები, ბოჭკოვანა, ცილები, კალციუმი, მაგნიუმი, პექტინი, კაროტინი და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.

მაგრამ გოგრის მთავარი თვისება ნაღვლის გამოყოფისათვის ხელის შეწყობაა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყოველი ნეიტრალიზებული ტოქსიკური ნივთიერება ორგანიზმიდან განიდევნება.

მეცნიერები უკვე ეჭვქვეშ აყენებენ იმ აზრს, რომ სტაფილო ან სიმაღლეში ზრდის ან მხედველობას აუმჯობესებს, სამაგიეროდ არავინ ართმევს მას თავის გამაჯანსაღებელ ფუნქციას ღვიძლისთვის. ამიტომაც მენიუში მეორე გვაქვს სტაფილოს სალათი მცენარეულ ზეთთან, პომიდორთან და კომბოსტოსთან ერთად. კომბოსტო კი ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნას უწყობს ხელს.

ჩვენს მშვენიერ სადილს მივაყოლებთ წითელ წვენს! მაგრამ არ იფიქროთ, რომ ეს ბანალური ალუბლის ან ბროწეულის სასმელია. ჩვენ შემოგთავაზებთ ჭარხალს – იგი მდიდარია ბეტაინით, რკინითა და თუთიით, რომლებიც ღვიძლისათვის მრავალფენოვან ფარს წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, მთელი კვირების განმავლობაში ერთისა და იმავეს ჭამა საშინლად მოსაწყენია. მაგრამ გამოსავალი არსებობს: ჭარხლით შეიძლება გემრიელი ბორშის მომზადება, გოგრის დამატება სალათში შეიძლება, სტაფილოს კი თავისუფლად გადააქცევთ წვენად. და ასე, უსასრულოდ!