onlain sesxebi - ყველა

როგორ ვიცხოვროთ კომფორტულად და ბედნიერად

როგორ ვიცხოვროთ კომფორტულად და ბედნიერად


1. აქციეთ პრიორიტეტად ის, რაც ღამით არ გასვენებთ
თქვენი ეკონომიკურად უზრუნველყოფილი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი: სარეზერვო ფონდი, ვალების დაფარვა, ინვესტირება. მაგრამ ყველაფერი ეს ადამიანმა საიდანღაც უნდა დაიწყოს და არჩევანისას იგი იბნევა.

ამ დროს უნდა დაფიქრდეთ: რომელი არ გაძლევთ მოსვენებას ძილშიც კი? რომლის გადაწყვეტა გაგრძნობინებდათ თავს მეტად მშვიდად და უსაფრთხოდ?

2. აიძულეთ ფულს თქვენთვის იმუშაოს
ბედნიერება და სიმდიდრე პირდაპირ შემოსავალთან არაა დაკავშირებული. ფინანსური წარმატება უფრო მეტად დამოკიდებულია ხარჯზე: გააჩნია, ხელფასის აღების შემდეგ რამდენს ხარჯავთ და რამდენს ინახავთ, რამდენად ეფექტურად ეპყრობით ფინანსს. ბიზნესსა და აქციებში ინვესტირება ბევრად ეფექტური იქნება, ვიდრე მაშინვე მანქანის ან სახლის შეძენა.

3. ნუ ელით, რომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გამდიდრდეთ
ჯობს შეწყვიტოთ უსარგებლო და არასაჭირო ნივთების ყიდვა, გადადოთ ყოველი შემოსავლის ნაწილი და დაზოგოთ. მიეჩვიეთ ფინანსურ დისციპლინას.

წარმატების 80%-ს ქმნის თქვენი ყოველდღიური ჩვევები და შეხედულებები, რომლებიც უნდა შეცვალოთ, თუ გამდიდრება გსურთ. მაგალითად, ახალი მანქანის ყიდვაზე უარის თქმა ბევრს არაფერს დაგაკლებთ, სამაგიეროდ დიდ ფინანსებს დაგიზოგავთ. და ნუ იყიდით ბოლო მოდელის ტელეფონს თუ იგი უკვე გაქვთ და გაფუჭებული არაა.

4. გახსოვდეთ, რომ ფულია არა მიზანი, არამედ საშუალება
ადამიანები ძალიან დამოკიდებულნი არიან ფულზე და არც კი ფიქრობენ, რაში სჭირდებათ იგი? აქცევთ თუ არა ეს მათ ბედნიერებად?

თქვენ შეგიძლიათ ფული რამდენიმე რამეში დახარჯოთ. ყოველ შენაძენზე თქვენ რაღაცას რაღაცაში ცვლით და ზოგავთ. ამიტომ ყოველთვის გიწევთ არჩევანის გაკეთება: ახალი ჩანთა თუ ბილეთი, რომ დიდი ხნის უნახავი მეგობარი მოინახულო, თუ ახალი სმარტფონი ან შვებულება.

თქვენ ბედნიერად ზემოთ ჩამოთვლილი გაქცევთ და ფული ამაში მხოლოდ გეხმარებათ, ამიტომ კარგად დაფიქრდით, რა გახარებთ.