onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ძველი რომის შესახებ

საინტერესო ფაქტები ძველი რომის შესახებ

"მაგიდის ბიჭის" თანამდებობა ძალიან საპატიო იყო ძველ რომში. ასე უწოდებდნენ ხუჭუჭა ბავშვებს, რომლებიც სუფრასთან რომაელებს პირსახოცის მაივრად ემსახურებოდნენ. მათ თმაზე იწმენდნენ კაცები ხელებს.

ძველ რომში სახელმწიფო დამნაშავეებს სიკვდილითაც კი სჯიდნენ, თანაც არაერთგვაროვანი საშუალებებით. თუ მაღალჩინოსნის სიკვდილის შემდეგ მისი კორუფციაში გარეულობა მტკიცდებოდა, ნადგურდებოდა ყველაფერი, რასაც შეეძლო მასზე მოგონება შემოენახა, საფლავის ქვა და დოკუმენტები.

მედიცინა მაშინ არა მარტო საპატიო, არამედ სახიფათო საქმიანობაც იყო. ექიმებს უზარმაზარი პასუხისმგებლობა ეკისრათ. თუ სნეული საავადმყოფოში მოკვდებოდა, ექიმს ხელის მოჭრით სჯიდნენ. თუმცა ბევრი ისტორიკოსი ამ ფაქტს ეჭვის ქვეშ აყენებს, რომი შეიძლებოდა უექიმოდ დარჩენილიყო. სავარაუდოდ, დასჯის ამ მეთოდს მნიშვნელოვანი პერსონის სიკვდილის შემთხვევაში მიმართავდნენ.

ენერგეტიკულ სასმელებს გლადიატორები ჩვენამდე დიდი ხნით ადრე მოიხმარდნენ. ყველაზე პოპულარული ძვლების გამამაგრებელი ექსტრაქტი იყო. არქეოლოგებმა გლადიატორთა ნარჩენებში კალციუმის დიდი მაღალი რაოდენობა აღმოაჩინეს.

თავად გლადიატორთა სისხლიანი დაპირისპირებები კი რომაელებმა ბერძნებისაგან გადაიღეს. იქ ტყვეები ან დიდების მსურველი დაქირავებულები ებრძოდნენ ერთმანეთს.

ძველ რომში სასკოლო განათლებას მხოლოდ ბიჭები იღებდნენ, გოგონები კი სახლში სწავლობდნენ. მოსწავლეებს მცირე დარღვევისთვისაც კი მკაცრად სჯიდნენ.

უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა რომაული საზოგადოებრივი აბანოები. იქ არა მარტო საბანაოდ, არამედ სიახლეების გასაზიარებლადაც იკრიბებოდნენ. იქ ხშირად ბიბლიოთეკები და სავარჯიშო დარბაზებიც კი იყო განთავსებული, რათა მომხმარებლებს არ მოეწყინათ. აბანოების გასათბობად გამოიყენებოდა ბუნებრივი თერმული წყაროები. აქედანვე მიიღო რომაულმა აბანომ დასახელება – თერმა.

წყარო: i-fakt.ru