onlain sesxebi - ყველა

რა ღირს ახალი წელი?

რა ღირს ახალი წელი?

ახალი წელი მოდის. მის მოახლოებასთან ერთად რა თქმა უნდა სულ უფრო აქტუალური ხდება სამზადისი. ერთი საკითხია, თუ რამდენად ვგრძნობთ განწყობას, მეორე საკითხია, თუ როგორ შეიძლება ახალი წლის ღამე გავატაროთ და მესამე, ძირითად შემთხვევაში, პირველი ორის განმაპირობებელი დეტერმინანტი, ფული. რა ღირს ახალი წელი? ანუ რა დაგვიჯდება 2018 წლის გაცილება და 2019 წლის შეხვედრა?

პირველი ვარიანტი: ყველაზე ოპტიმალური და ნაკლებად ხარჯიანი ვარიანტი ახალი წლის ოჯახთან ერთად გატარებაა. მოდი დავთვალოთ: ვინ ხარ შენ? შენ ხარ 21-დან 30 წლამდე ახალგაზრდა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დაოჯახებლი და ცხოვრობს მშობლებთან ერთად. გარდა ამისა გყავს და-ძმა და ბებია.
პირველ რიგში საჩუქრები. ყიდულობ 5 საჩუქარს, რომელთა საერთო ღირებულებაც 150-დან 200 ლარამდე მერყეობს. საახალწლო სამზადისშიც მონაწილეობ და 100 ლარის მხარდაჭერას უცხადებ საახალწლო სუფრას. საზეიმო საღამოს ოჯახთან ერთად ატარებ, მასპინძლობ მეკვლეს, მეზობელს სტუმრობ მეკვლედ და იძინებ.
ღირებულება: 300 ლარი

მეორე ვარიანტი: "ჯერ სახლში და მერე ვნახოთ" ვინ ხარ გასაგებია, საჩუქრებიც ძალაშია. რა ხდება მას შემდეგ რაც ჩათვლი, რომ "ჯერ სახლში" დამთავრდა და ახლა "მერე ვნახოთ" - ის დროა? ხვდები მეგობრებს, ცვლით საჩუქრებს, რომელიც "სიქრეთ სანტა" - ს ფარგლებში ითამაშეთ. 30 ლარი საჩუქარი, 15 ლარი ტაქსი. ბინა იქირავეთ და იქ აგრძელებთ დილამდე? პლუს 100 ლარი.
ღირებულება: 445 ლარი

მესამე ვარიანტი: რესტორანი - პროგრამა.
საჩუქრები კვლავ ძალაშია. ახალი წლის საღამოს რესტორანში ხვდები და ბოლომდე იქ ატარებ დროს. გთავაზობენ სპეციალურ გალა ვახშამსა და გასართობ პროგრამას. 250 ლარი, პლუს "სიქრეთ სანტა" 30 ლარი და ტაქსი 15 ლარი.
ღირებულება: 595 ლარი

მეოთხე ვარიანტი: ქალაქ გარეთ ( ბაკურიანი-გუდაური)
საჩუქრები ძალაშია, ერთი ღამით ვერ იქირავეთ კოტეჯი და 3 დღით ძლივს იშოვეთ. 300 ლარი კოტეჯი, 40 ლარი მგზავრობა, 100 ლარიც სასმელ-საკვები, 150 ლარი სათხილამურო გართობა, 30 ლარი "სიქრეთ სანტა".
ღირებულება: 920 ლარი

მეხუთე ვარიანტი: საზღვარგარეთ.
საჩუქრები ძალაშია. ახალ წელზე ფიქრი დიდი ხნის წინ დაიწყე. 450 დოლარად შეიძინე 7 დღიანი პაკეტი შარმ-ელ-შეიხში. გაატარე ახალი წელი, იმოგზაურე და დაისვენე.
ღირებულება: 1492 ლარი

რა თქმა უნდა, აღნიშნულ მოდელს ყველას ვერ მოვარგებთ, თუმცა დაგვეთანხმებით, რომ უმეტესწილად ზემოაღნიშნული 5 ვარიანტის მსგავსი სიტუაცია გვაქვს.

წყარო: mome.ge