onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები სეიფების შესახებ

საინტერესო ფაქტები სეიფების შესახებ


ფრანგმა მეფემ ლუდოვიკო XVI-მ თავად დაამზადა სეიფი საიდუმლო ქაღალდების შესანახად, იგი კედელში ჩააშენა და თავისივე წარმოების საკეტით აღჭურვა.

სეიფები ფართოდ XVIII საუკუნიდან ვრცელდება ინგლისში, სადაც ინდუსტრიული რევოლუცია გიზგიზებს. მდიდარი მწარმოებლები დაფიქრდნენ, თუ სად უნდა შეენახათ თავიანთი სიმდიდრე. დაიწყო ორმაგი ბრძოლა: ერთი მხრივ მათი, ვინც სეიფებს ამზადებდა, და მეორე მხრივ მათი, ვინც სეიფების შენიღბვას ცდილობდა. როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, საუკეთესო სეიფსაც ოდესმე ვიღაც გახსნის.

1827 წლიდან თომას მილნერმა დაიწყო ცეცხლგამძლე სეიფების წარმოება. მათ რკინის ფირფიტებით ფარავდნენ, შიგნიდან კი უწველი ნივთიერებით იყო მოფენილი.

1862 წლიდან აშშ-ში დაპატენტდა კოდირებული საკეტი "ევრიკა". მასზე არსებული ასოებისა და ციფრების რაოდენობა 1 073 741 824 სხვადასხვა კომბინაციის შექმნის საშუალებას გვაძლევს. თითოეული მათგანის ასაკრეფად ადამიანს უბრალოდ სიცოცხლე არ ეყოფა.

საკმაოდ უცნაური დამცველი აირჩია საკუთარი სეიფისთვის კუალა-ლუმპურის (მალაიზია) ბანკის მენეჯერმა. მის ძვირფასეულობას იცავდა გველი, რომელიც კარგად იცნობდა თავის პატრონს, მაგრამ აგრესიულად ეპყრობოდა დანარჩენებს. ყველაფერი ეს ტრაგიკულად დასრულდა: გველმა მდივანს უკბინა, ამით გამოწვეული არეულობისას კი სეიფიდან 20 000 დოლარი გაქრა.

მოკლედ, სეიფები შეიძლება დიდი ტრაგედიის მიზეზიც გახდეს. უამრავი შემთხვევაა დარეგისტრირებული, როცა პატარა ბავშვი ჩამჯდარა შიგნით და გაგუდულა, რადგან იქიდან გამოსასვლელი გზა არ არსებობს.