onlain sesxebi - ყველა

როგორ შევამციროთ საახალწლო ხარჯები?

როგორ შევამციროთ საახალწლო ხარჯები?

ისწავლეთ საკუთარი თანხის სწორად დაზოგვა. არ არის საჭირო საახალწლო სუფრის ნასესხები ფულით გაშლა.

ყველასათვის საყვარელი დღესასწაულია ახალი წელი. ამ დროს ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული სამზადისია. ყველაზე დიდი აქცენტი სწორედ სადღესასწაულო სუფრაზე კეთდება, რომლის გარშემოც ფუსფუსებენ დიასახლისები. ეკონომია სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ. სულაც არ არის 3 სართულიანი იარუსების აშენება მაგიდაზე, თანაც ისეთი მალფუჭებადი პროდუქტებით, რომლებსაც 2 დღეზე მეტხანს ვერ შევინახავთ.

დიასახლისებს მეტი რაციონალურობა მართებთ. დაგვეთანხმებით, რომ ნამდვილად შესაძლებელია ისეთი სუფრის გაწყობა, რომელიც ნამდვილად არ იქნება ცარიელი და ერთფეროვანი, და თანაც იქნება ეკონომიური და პრაქტიკული.

მეორე მნიშვნელოვანი საახალწლო დეტალი, რა თქმა უნდა,საჩუქარია. ახალი წელი საჩუქრების გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ხშირად შეხვდებით საახალწლო პერიოდში სხვადასხვა ტექნიკის მაღაზიებსა თუ ავტო ლომბარდებში მდგარ უზარმაზარ რიგებს, რომლებიც ელოდებიან განვადების განაცხადის შევსებას. გაუკეთეთ ისეთი საჩუქრები საყვარელ ადამიანებს, რისი შესაძლებლობაც გაქვთ. ნუ გადავარდებით ვალებში ამის გამო.

ახალი წლის ღამის გატარება.

როგორც წესი, ახალ წელს ვხვდებით "ჯერ სახლში", მერე კი მეგობრებთან ერთად გავდივართ. ძირითადად ეს არის სპეციალური პროგრამით დატვირთული რესტორანი ან სასტუმრო, რომელზე დასწრებაშიც საკმაოდ დიდ თანხებს ვიხდით. გირჩევთ ერთმანეთს ესტუმროთ. ყველა მეგობარს ესტუმროთ სათითაოდ. ასე ყველას გაახარებთ. თანხა კი დაგეზოგებათ.

დაზოგეთ წელს და შესაძლოა შემდეგ ახალ წელს, მორთულ ქუჩებში ახალი ავტომობილით ისეირნოთ, ან საზღვარგარეთ შეხვდეთ.

წყარო: mome.ge