onlain sesxebi - ყველა

გონსალო გარსია-პელაიო – მათემატიკოსი, რომელმაც სამორინეს მოუგო

გონსალო გარსია-პელაიო – მათემატიკოსი, რომელმაც სამორინეს მოუგო


ესპანელი გონსალო გარსია-პელაიო ახალგაზრდობიდანვე მიდრეკილი იყო აზარტული თამაშებისკენ. იქნებ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჭაბუკმა, მათემატიკოსი გამოსულიყო, რათა მაქსიმალური სიზუსტით გამოეთვალა რულეტსა და ბანქოში მოგების შესაძლებლობა? თუმცა, "სამორინის რისხვად" ქცევა გონსალოს მაშინვე არ გადაუწყვიტავს, ჯერ მიიღო განათლება, მრავალი წელი კი საერთოდ სხვა სახის სფეროში მოღვაწეობდა. გარსია-პელაიო ხმის რეჟისორი და პროდიუსერი იყო, მაგრამ აზარტული დაწესებულებებისკენ გული ისევ მიუწევდა.

მხოლოდ ოთხმოცდაათიან წლებში, როცა უკვე დიდი ხნის გადაცილებული იყო 40 წელს, გონსალომ გადაწყვიტა, რომ დრო მოვიდა. მაგრამ, როგორც ნამდვილი მათემატიკოსი, გარსია-პელაიო ხვდებოდა, რომ უბრალოდ აზარტი არც ისე კარგი დამხმარე იყო ასეთ დიდ საქმეში. დასაწყისისთვის დეტალურად უნდა შეესწავლა რულეტის მუშაობის პრინციპი და სუსტი ადგილები ეპოვა.

თითქოს, რულეტში 37 რიცხვია, ყოველი მათგანის ამოსვლაც აბსოლუტური შემთხვევითობაა და ანალიზს არ ექვემდებარება, თუნდაც ადამიანს მათემატიკური განათლება ჰქონდეს. მაგრამ, ესპანელმა გადაწყვიტა, იდეალური სისტემის შედგენა უბრალოდ შეუძლებელია და ზოგიერთი რიცხვი მაინც ყველაზე ხშირად ამოვა, საჭიროა, მხოლოდ გარედან დაკვირვება და ამოსული რიცხვების ჩაწერა.

გონსალო გარსია-პელაიოს ასევე ხუთი შვილი ჰყავდა. ისინიც ჩაერთნენ თამაშში. თავდაპირველად არც ისინი თამაშობდნენ და მხოლოდ აკვირდებოდნენ, თან თავიანთთვის რაღაცებს ინიშნავდნენ. მთელი ინფორმაცია დღის ბოლოს მამასთან მიჰქონდათ, ადგენდნენ სტრატეგიას. მალე მადრიდის სამორინის სუსტი ადგილები გამოითვალეს და გონსალომაც გადაწყვიტა, რომ უკვე ნამდვილი თამაში უნდა დაეწყოთ.

გეგმამ გაამართლა – გარსია-პელაიო მუდმივად მოგებული რჩებოდა. მოთამაშის ასეთ წარმატებას ნამდვილად არ გაუხარებია სამორინის მფლობელები. მისთვის შესვლა აიკრძალა. მალე მან მოიარა ევროპის ყველა სამორინე და ბოლოს ლას-ვეგასამდეც ჩავიდა.

არ გაგიკვირდეთ, თუ გეტყვით, რომ მათემატიკოსი მალე აღმოჩნდა სასამართლოში: მფლობელებმა მას უჩივლეს და ბრალი დასდეს თაღლითობაში. თავად გონსალო კი ამტკიცებდა, რომ მხოლოდ სამორინის სუსტ წერტილებს იკვლევდა. და ისიც გაამრათლეს. სასამართლო პროცესი ათი წელი გრძელდებოდა და საბოლოოდ მას ყველა ბრალი მოეხსნა.

წყარო: i-fakt.ru