onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები შვებულების შესახებ

საინტერესო ფაქტები შვებულების შესახებ


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უშვებულებო ადამიანის ცხოვრება მათზე უფრო მოკლეც კია, ვინც, მაგალითად, ქრონიკული ალკოჰოლიზმით იტანჯება.

არსებობს ასეთი რამ – შვებულების უქონლობის სინდრომი. ის საგრძნობლად ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტებისა და ინფარქტების რისკს. ამიტომ, საყვარელი სამუშაოს შემდეგაც კი კარგი იქნება, თუ შეისვენებთ.

იტალიელი შრომისმოყვარე ატოს ბაგატინი მთელი 28 წელი არ ყოფილა შვებულებაში. ამ ფაქტით შეშფოთებულმა პროფესიულმა კავშირმა იგი სასამართლოს საშუალებით გაუშვა 900 დღიან შვებულებაში. დიახ, ასეც ხდება.

უცნაურია, მაგრამ აშშ-ში სახელმწიფოს მიერ არ რეგულირდება შვებულების ხანგრძლივობა. მოცემული პუნქტი ცალკე განიხილება შრომით ხელშეკრულებაში დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ამერიკელების მეოთხედს არ აქვს ფასიანი შვებულება და თავისი ხარჯით ისვენებს.

იაპონიაში შვებულების ხანგრძლივობა ანგარიშდება მუშაკის სტაჟით. ამასთანავე, დამსაქმებლისთვის თავისი მუშაკის შვებულებაში გაშვება ძნელი რამ არის, რადგან იაპონელებისთვის სამსახური პირველ ადგილზეა. ამას სახელმწიფოს მხრიდან ჩარევაც კი დასჭირდა – ყოველი აპონელი წელიწადში 5 დღე მაინც უნდა იყოს შვებულებაში.

ნორვეგიელი ექიმები ორგანიზაციებს ურჩევენ არამწეველი თანამშრომლების შვებულების სიხანგრძლივე სამი დღით გაზარდონ, რადგან მწეველები დიდ დროს ატარებენ მოწევაში და სამუშაოს სცილდებიან.

წყარო: i-fakt.ru