onlain sesxebi - ყველა

წარმატების ფორმულა

წარმატების ფორმულა

როგორ ვიშოვოთ ბევრი ფული? როგორ გავხდეთ წარმატებული? მილიონობით, მილიარდობით მოსაზრება შეიძლება მოვისმინოთ ამ შეკითხვებზე, ვიკითხოთ სტატიები, წიგნები, ინტერვიუები, რჩევები... ეს სტატიაც ერთ-ერთი მათგანია. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული. ჩვენ არ გვსურს რაიმეს გაყიდვა, ან დამაინტრიგებელი სათაურით მომხმარებლების მოზიდვა. ჩვენ უბრალოდ გიზიარებთ გამოცდილებას.

ჩვენი დაკვირვებით, უმრავლესობას ყველაზე მეტად ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება უჭირს. ანუ, როგორც კი ოდნავ მეტს ვიშოვით, მაშინვე მეტის უფლებას ვაძლევთ საკუთარ თავს. 1000 ლარი გვაქვს ხელფასი და აიფონ 7 გვაქვს განვადებით? 1500 როგორც კი გაგვიხდება მაშინვე აიფონ 10 გამოგვაქვს, მომენტალურად ვცვლით მოცემულობას. ვიგონებთ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს. გვჭირდება მანქანა, შემდეგ გვჭირდება უახლესი BMW, შემდეგ ფერარი და ასე შემდეგ... გვჭირდება საკვები, შემდეგ ყოველდღიური ვახშამი რესტორანში, შემდეგ საფირმო კერძები, შემდეგ პრემიალური ღვინის ბოთლი. გვჭირდება დასვენება, ჯერ უბრალოდ სახლში, შემდეგ ბათუმში, შემდეგ ბარსელონაში, შემდეგ სეიშელის კუნძულებზე და ასე შემდეგ. დაელოდეთ, მოითმინეთ და მაშივე იგრძნობთ წარმატებას.

თუ იმუშავებთ საკუთარ თავზე და ეცდებით ერთ, სტაბილურ დონეზე იცხოვროთ, მაშინვე იგრძნობთ ფინანსურ წარმატებას.

ერთი სიტყვით ფინანსური წარმატების ფორმულა ასე გამოიყურება: იშოვე მეტი! ისურვე ნაკლები!

და თუ მაინც არ გყოფნის ფინანსური სახსრები და ფულის სესხება გსურს ყველაზე სწრაფად და მარტივად, ონლაინ სესხები სცადეთ. ასე უამრავ დროსა და ენერგიას დაზოგავთ, რომელსაც სხხვა, უფრო მნიშვნელოვან საკითხებს დაუთმობთ.

ონლაინ სესხების ყველაზე სწრაფად და მარტივად შერჩევას ჩვენთან, mome.ge - ზე შეძლებთ.

წყარო: mome.ge