onlain sesxebi - ყველა

4 ნიშანი იმისა, რომ ფინანსებთან პრობლემები გაქვთ

4 ნიშანი იმისა, რომ ფინანსებთან პრობლემები გაქვთ

1. არ გყოფნით ფული ხელფასამდე
დავიწყოთ თვალსაჩინოთი. თუ უიშვიათესად მაინც რჩებით ხელფასამდე უთეთროდ, მაინც უნდა დაფიქრდეთ, წესრიგშია თუ არა თქვენი ფინანსური დისციპლინა. რაიმე მაინც უნდა შეიცვალოს.

2. არ გაქვთ დანაზოგი
თქვენ ფული ყველაფერზე გყოფნით, და არც ნერვიულობთ. სინამდვილეში კი საგანგაშო მიზეზი მაინც არსებობს. ფულს შეუძლია თქვენთვის უსაფრთხოების ბალიში გახდეს, თუ ბანკში ან სახლში შენახული გექნებათ 3 თვის სამყოფი სახსრები მაინც, გამოუვალ მდგომარეობაში შეიძლება უზარმაზარი ვალის აღებისგან გიხსნათ.

3. რამდენიმე კრედიტი გაქვთ
სამაგიეროდ საბანკო ბარათით ნაყიდი პროდუქტებით უკვე სარგებლობთ. ასე ფიქრობდით, როცა კრედიტს იღებდით? საბოლოო ჯამში პროცენტებზე გეხარჯებათ უზარმაზარი თანხა, რომელსაც სასარგებლოდ გამოიყენებდით.

4. თქვნეი შემოსავლების 50% კრედიტის დაფარვაზე მიდის
როცა ხელფასი თვეში 20 000 გაქვთ, მისი ნახევრის გაცემა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ უფრო რეალისტურ შემთხვევას შევეხოთ. 2000 ლარის შემთხვევაში 50%-ის ბანკებისთვის გადახდა უკვე კრიტიკულია.

წყარო: lifehacker.ru