onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ლიხტენშტაინის სამთავროზე

საინტერესო ფაქტები ლიხტენშტაინის სამთავროზე


ლიხტენშაინის ოფიციალური ენა გერმანულია. ამავე დროს კი გერმანულ ჯუჯა სახელმწიფოს თავად გერმანიასთან საზღვარი არ გააჩნია – იგი მხოლოდ ავსტრიასა და შვეციარიას ესაზღვრება. ნაციონალური ვალუტა შვეიცარული ფრანკია. მათი ჰიმნის მელოდია კი დიდი ბრიტანეთის იდენტურია, მხოლოდ სიტყვები განსხვავდება.

სამთავროს დედაქალაქის სახელია ვადუცი. დედაქალაქის სტატუსის მიუხედავად ვადუცი სულაც არ არის ყველაზე მსხვილი დასახლებული პუნქტი ქვეყანაში, მოსახლეების რაოდენობით ჩამორჩება ქალაქ შანს. ასეა თუ ისე, ორივე "ქალაქში" 6000 ადამიანზე ნაკლები ცხოვრობს.

ლიხტენშტაინში გადის შვეიცარია-ავსტრიის დამაკავშირებელი რკინიგზა. ჯუჯა სახელმწიფოში გამავალი მონაკვეთის სიგრძე კი 9 კილომეტრზე ოდნევ მეტია, მაგრამ იქ 4 სადგურია განთავსებული. საინტერესოა, რომ 1997 წელს გამოეშვა საიუბილეო მონეტა 5 ევროს ნომინალით, იგი ამ ქვეყნის რკინიგზების 125-წლისთავს ეძღვნებოდა.

ქვეყანაში დანაშაულის ძალიან დაბალი დონეა. საკვები პატიმრებისთვის რესტორნებიდან მოაქვთ. ეს არ არის გამოწვეული მზრუნველობით, არამედ მარტივი გათვლაა. ასე უფრო იაფია, ვიდრე საკუთარი პერსონალისა და სამზარეულოს შენახვა. მოკლედ, ადგილობრივ ციხეში ისინი მიდიან, ვისი ვადაც 2 წელს არ აღემატება. დანარჩენებს კი ავსტრიულ ციხეებში უშვებენ.

ლიხტენშტაინის მოსახლეობა 30 ათასი ადამიანია. ამასთანავე, ქვეყანაში დარეგისტრირებულია 70 000-ზე მეტი კომპანია – თითო მოსახლეზე ორი! ეს ქვეყნის დაბალ გადასახადებს უკავშირდება. გარდა ამისა, ლიხტენშტაინი სერიოზულ მოგებას ნახულობს (ბიუჯეტის 10%-ს) საფოსტო მარკების გამოშვებით. ლიხტენშტაინი ერთ-ერთია იმ მცირერიცხვოვან სახელმწიფოთა შორის, რომელთაც საგარეო ვალი საერთოდ არ აქვთ.

წყარო: i-fakt.ru