onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები სავიზიტო ბარათებზე

საინტერესო ფაქტები სავიზიტო ბარათებზე


სავიზიტო ბარათების სამშობლოდ მიიჩნევა ჩინეთი, თანაც ისინი იქ ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე საუკუნით ადრე გაჩნდა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა სავიზიტო ბარათები ვაჭრებში, რომლებიც ამგვარი საშუალებით აცნობებდნენ კოლეგებს თავიანთ "კოორდინატებს". თუმცა ყველაზე მეტად სავიზიტო ბარათები ევროპაში გავრცელდა, XVIII საუკუნიდან.

ჩვენს დროში ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში სავიზიტო ბარათების გაცვლა ყველანაირი ცერემონიის გარეშე ტარდება. მაგრამ, არა აღმოსავლეთში! იაპონიაში, მაგალითად, ასე უბრალოდ სავიზიტო ბარათის გადაცემა დიდად შეურაცხმყოფელია მეორე ადამიანისათვის. მისი გადაცემა მიღებულია ორი ხელით, განსაკუთრებული თავის დაკვრით. და რაც უფრო დაბლა უკრავთ თავს, თანამოსაუბრესაც მეტ პატივს სცემთ. ბარათის მიღებაც ორი ხელით, თავის დაკვრითაა აუცილებელი.

ყველაზე ძვირადღირებულ სავიზიტო ბარათებს თავის კლიენტებს სთავაზობს შვეიცარიული ფირმა Black Astrum. აქ შეგიძლიათ შეუკვეთოთ 100 ბარათისგან შემდგარი პარტია, "მხოლოდ და მხოლოდ" 153 400$-ად. ისინი მინის ბოჭკოვანი მაღალგამძრე საფარით მზადდება. ყოველი პარტია მოჭედილია 30-კარატიანი ბრილიანტებით.

სავიზიტო ბარათების კორექცირება, რა თქმა უნდა, ნუმიზმატიკასავით პოპულარული არაა, თუმცა ასეთი ადამიანები მაინც არსებობენ. სავიზიტო ბარათების ყველაზე დიდი კოლექციონერია ლეონიდ კრაინოვ-რიტოვი ნოვგოროდიდან. მისი კოლექცია 48 000 ეგზემპლარისგან შედგება, ისინი 106 ქვეყანაშია შეგროვებული.

წყარო: i-fakt.ru