onlain sesxebi - ყველა

ფინანსური შეცდომები, რომელთაც ყოველდღე უშვებთ

ფინანსური შეცდომები, რომელთაც ყოველდღე უშვებთ


1. არ აფიქსირებთ, სად მიდის ფული
ფულს დათვლა უყვარს, და ეს უბრალო ფრაზა არაა, არამედ სწორი მითითებაა. სანამ არ ითვლით გასავალს, არ იცით, სად მიედინება სახსრები და არ შეგიძლიათ სწორად შეამციროთ უსარგებლო ხარჯები და დაზოგოთ ფული.

2. არ ინახავთ დღეში 5 ლარს მაინც
თუ დღეში 5 ლარს დაზოგავთ, თვის ბოლოს შეძლებთ საკმაოდ კარგი ნივთი შეიძინოთ თქვენთვის, ან ახლობელს ლამაზი საჩუქარი გაუკეთოთ.

ამ შემთვხვევაში თქვენი ცხოვრების ხარისხი არ გაუარესდება, ოღონდ თუ ფინანსების სწორად მართვას ისწავლით. თვის ბოლოს მაინც შეძლებთ, უფრო მეტის უფლება მისცეთ თავს.

3. ფულს ზედმეტად სწრაფად შორდებით
დღეს ტრანზაქცია რამდენიმე წამს იკავებს, რასაც, მრავალი პლიუსის მიუხედავად, თავისი მინუსები აქვს. ბარათს ტერმინალს ვადებთ და არც ვიქრობთ – როგორ მიფრინავს ფული ანგარიშიდან. ასე ფულის კონტროლის უნარს ვკარგავთ.

4. რეკლამას ჰყვებით
რეკლამა ინტერნეტსა და ტელევიზორში დიდ გავლენას ახდენს მყიდველის ფიქრებზე. ჩვენ გვინდა ვიყიდოთ ზუსტად ის კბილი ჯაგრისი, რომლითაც მომაჯადოებელი ქერა გოგონა გამოჩნდა ტელევიზორში. და მნიშვნელოვანი არაა, რომ იგი ანალოგებისგან მხოლოდ ფასით განსხვავდება.

წყარო: lifehacker.ru