onlain sesxebi - ყველა

დრო ფულია?

დრო ფულია?

მოგესალმებით, მე ნიკოლოზი ვარ და მინდა დროზე გესაუბროთ:

რას ნიშნავს დრო?

დრო პირობითი განზომილებაა, რომელზეც ადამიანები შევთანხმდით. ის გვეხმარება ორიენტაციაში, ის წამზომია, რომელიც ითვლის ჩვენს ცხოვრებას, რომელიც სავსეა გამოწვევებით, სირთულეებითა და ბედნიერი მომენტებით.

მე დროს დიდ პატივს ვცემ და ყველაფერს დროში ვზომავ. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ რათა მივიღოთ ფინანსური შემოსავალი, რომლითაც ვქმნით ცხოვრების ხარისხს. ვიხდით გადასახადებს, ვყიდულობთ პროდუქციას, ვიღებთ განათლებას, ვმოგზაურობთ და ა.შ. თუ სამსახურს დროში გადავთარგმნით, რეალურად მივიღებთ შემდეგს: ჩვენ ვიხდით არა ფულს, არამედ დროს, ანუ ჩვენი ცხოვრების წუთებს, წამებს, საათებს, კვირებსა და თვეებს. პროდუქტებში 4-5 წულიწადს ვიხდით, განათლებაშიც ამდენივეს, მგზავრობაშიც წლებს ვიხდით, თუ ამაზე დაფიქრდებით მაშინ დროს სხვანაირად დააფასებთ.

რატომ დავიწყე დროზე საუბარი? მინდოდა ხაზი გამესვა მისი მნიშვნელობისთვის და ამით მეთქვა, რომ ეძებეთ ყველა შესაძლო გზა რათა დაზოგოთ თქვენი დრო და ენერგია.

თუ საყიდლებზე დაგჭირდებათ წასვლა, ნუ დაკარგავთ დროს, შეიძინეთ ონლაინ, თუ კვება დაგჭირდებათ შეუკვეთეთ ონლაინ, თუ რამის სწავლა დაგჭირდებათ, ისწავლეთ ონლაინ. თუ თანხის სესხება დაგჭირდებათ, ისესხეთ ონლაინ. ასე გაცილებით მეტი დრო გექნებათ "ცხოვრებისთვის"

როგორ ვისესხოთ თანხა ონლაინ?

შებრძანდით mome.ge - ზე, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პირობების მქონე სწრაფი სესხი, გადადით ვებ-გვერდზე, მონიშნეთ სასურველი თანხა და პერიოდი, შეავსეთ საინფორმაციო ველი, გაიარეთ იდენტიფიკაცია და მიიღეთ თანხა საბანკო ბარათზე. ამ პროცედურას 10-15 წუთი დაჭირდება.

ამით თავს აარიდებთ ბიუროკრატიაში დახარჯულ საათებს: ფილიალამდე მისვლა, რიგი, გასაუბრება, დოკუმენტაცია, სახელფასო ამონაწერი, რამდენიმე სამუშაო დღე მოლოდინი... ეს ყველაფერი წარსულს უნდა ჩაბარდეს. დრო ყველაფერზე ძვირფასია!

წყარო: mome.ge