onlain sesxebi - ყველა

ქალაქ ვერგლის თავისუფალი ფული

ქალაქ ვერგლის თავისუფალი ფული

დიდი დეპრესიის პერიოდში, ერთ-ერთი ავსტრიული პატარა ქალაქის, ვერგლის მერმა გადაწყვიტა ინფლაციას შებრძოლებოდა. სახსრების ნაკლებობისა და უმუშევრობის გამო გადაწყვიტა ჩაეტარებინა ცნობილი ეკოონომისტის სილვიო გეზელის წიგნ "ჭეშმარიტ ეკონომიკურ წესრიგში" აღწერილი ეკონომიკური ექსპერიმენტი. მიხელ უნთერგუგენბერგერმა გადაწყვიტა ბრუნვაში ჩაეშვა "ადგილობრივი ვალუტა", რომელიც არ გაუფასურდებოდა.

1932 წლის 31 ივლისს ქალაქის მაგისტრატმა გამოსცა 5000 "თავისუფალი შილინგი" (უპროცენტო შილინგი), რომელიც ავსტრიის ბანკში იმავე რაოდენობის ავსტრიული შილინგებით იყო დაფარული.

ამ ფულით იხდიდნენ ხელფასს, ყიდულობდნენ მატერიალს, ვაჭრები და მწარმოებლები მათ იღებდნენ ანგარიშწორების სახით. ამ ფულით სარგებლობის გადასახადი კი შეადგენდა 1%-ს თვეში, ანუ წელიწადში 12%-ს. ფული კი მას უნდა გადაეხადა, ვისაც ეს ფული თვის ბოლოს ექნებოდა. ასეთმა საგადასახადო სისტემამ გამოიწვია ის, რომ ყოველი ადამიანი ცდილობდა მაქსიმალურად სწრაფად დაეხარჯა "თავისუფალი შილინგი", რათა არაფერი გადაეხადა. ვერგლის მაცხოვრებლები სხვა გადასახადებსაც კი წინასწარ ფარავდნენ, რათა ფულით სარგებლობის 1% არ გადაეხადათ. ერთ წელიწადში 5000 თავისუფალი შილინგი 463-ჯერ აღმოჩნდა ბრუნვაში, იწარმოა 2 300 000 შილინგის ღირებულების საქონელი და მომსახურება (5000*463). ჩვეულებრივი შილინგი კი ბრუნვაში მხოლოდ 213-ჯერ იყო. მაგისტრატმა 5000 თავისუფალი შილინგის გადასახადიდან 600 დამატებითი შილინგი, ანუ, 12% მიიღო.

თუმცა, მიუხედავად ერთი პატარა ქალაქის ასეთი წარმატებისა, გეზელის იდეის ეფექტურობა ძნელი დასამტკიცებელია ქვეყნის მასშტაბით. კონკრეტულად ვერგლმა წარმატებს შესაძლოა სხვა გამოუკვლეველი ფაქტორებითაც მიაღწია.

საბოლოოდ ავსტრიის ბანკმა მაგისტრატებს საკუთარი ფულის ბრუნვაში ჩაშვება აუკრძალა და ეს იდეა არაეფექტურად ცნო.

წყარო: i-fakt.ru