onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები "ჩაის ფულზე"

საინტერესო ფაქტები "ჩაის ფულზე"

"ჩაის ფული", როგორც წესი, დანამატია ანგარიშში მითითებულ თანხაზე. საერთო ჯამში ამ ფულს კარგი შემოსავლის მოტანაც შეუძლია. ზოგიერთ ქვეყანაში იგი მიუღებელია, ზოგან კი თუ მას არ დატოვებთ, ცუდ შთაბეჭდილებასაც მოახდენთ.

საფრანგეთში ამას არავინ აქცევს ყურადგებას, მით უმეტეს, რომ მომსახურების ფული ანგარიშშივეა გათვალისწინებული. კლიენტები მაინც ტოვებენ ხანდახან "ჩაის ფულს", მადლობის ნიშნად. ეს შეიძლება 1-2 ევრო იყოს, ელიტურ რესტორნებში კი რამდენიმე ნიშნულითაც იმატებს.

"ჩაის ფული" ბრაზილიაშიც გათვალისწინებულია. თუმცა – კლიენტს შეუძლია არ გადაიხადოს გრაფაში "მომსახურება", თუ ის რაიმეთი უკმაყოფილო დარჩა.

იაპონიასა და ახალ ზელანდიაში "ჩაის ფული" შეიძლება შეურაცხმყოფელიც კი იყოს. იაპონიაში ზოგიერთ სასტუმროსა თუ ტაქსიში წაიკითხავთ წარწერას: "ჩვენ "ჩაის ფულს" არ ვიღებთ, ისედაც კარგად ვშოულობთ".

ყველა რესტორნის სასურველი კლიენტია ცნობილი მსახიობი ჯონი დეპი. მისთვის "ჩაის ფულად" დატოვებული 1000 დოლარი არაფერია. ხანდახან ეს საჩუქარი მრავალჯერ აღემატება შეკვეთილი კერძების ღირებულებას.

წყარო: i-fakt.ru