onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ალმასებზე

საინტერესო ფაქტები ალმასებზე


ალმასი - ყველაზე მყარი ბუნებრივი მატერიალი დედამიწაზე. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი არ იმსხვრევა ან არ მცირდება ზომაში. თუ ალმასს მიკროტალღურ ღუმელში ჩავდებთ და ტემპერატურას 763 გრადუსამდე მოვუმატებთ, იგი უბრალოდ გაქრება, უკვალოდ. დარჩება მხოლოდ ნახშირბადი, რომელიც თვალით უხილავია.

ალმასის წარმოსაქმნელად დიდი დროა საჭირო. იგი ფორმირდება მიწის ქვეშ მილიარდი წელი, 150 კილომეტრის სიღრმის ფარგლებში. მოგვიანებით ამოდის ზედაპირზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ან მიწისქვეშა წყაროებს ამოჰყვება.

ალმასი 58-ჯერ მყარია კორუნდზე, რომელიც მყარ ქვათა შორის მეორე ადგილს იკავებს. ადამიანებმა ბევრი გზა სცადეს ალმასის დასამუშავებლად, თუმცა საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ერთადერთი გზა მეორე ალმასის გამოყენებაა.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასია – Cullian. იგი სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. დამუშავებამდე 3000 კარატს იწონიდა. მოგვიანებით მისგან რამდენიმე ბრილიანტი დამზადდა. ერთი იწონიდა 530.2-ს, მეორე 317.4-ს, მესამე კი – 104-ს. დანარჩენი კი ახლა ბრიტანელთა სამეფო რეგალიების ნაწილია.

წყარო: i-fakt.ru