onlain sesxebi - ყველა

ეკონომიის უჩვეულო საშუალებები

ეკონომიის უჩვეულო საშუალებები

რამდენი შეიძლება დაზოგო ჩეკზე, რომელსაც ბანკომატი იძლევა? ერთი ფურცელი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან შედეგს არ მოგვცემს. აი ასეთ მილიონ პატარა ფურცელზე კი საკმაოდ დიდი თანხა იკრიბება. Bank of America-ს მენეჯერებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ კლიენტების უმრავლესობა აღებულ ჩეკს იქვე აგდებს ნაგავში, ზოგიერთი კი არც უყურებს, რა წერია ფურცელზე. თუმცა უეკოდაც ვერაფერს იზამენ. გადაწყვიტეს გამოეყენებინათ უფრო პატარა ფურცელი, რომლის წონაც 20%-ით მცირეა. შედეგად, ერთ წელიწადში 500 000 დოლარი დაზოგეს.

გერმანელები ძალიან არ იხარჯებიან საძინებლის გათბობაზე. აქ ყოველთვის უფრო ცივა, ვიდრე მისაღებში, 14 გრადუსი სითბო ნორმად მიიჩნევა. გასათბობად კი, შეიძლება გამოიყენო სათამაშო, გამთბარი მიკროტალღურ ღუმელში.

ეგვიპტეში ხშირად შეხვდებით უსახურავო სახლებს. საბედნიეროდ, წვიმა იშვიათად მოდის. უსახურავო სახლი კი კანონით დაუმთავრებლად მიიჩნევა და მის მფლობელსაც უფლება აქვს, არ გადაიხადოს უძრავი ქონების გადასახადი.

ამბობენ, რომ კორეელების საყვარელი სალაპარაკო თემა ეკნომია და სიფრთხილეა. კრიზისულ სიტუაციაში კი ფინანსებს ყველაზე სკურპულოზურად ეპყრობიან. მაგალითად, მცირდება მამაკაცთა თეთრი პერანგების გაყიდვა. ეს შესაძლებლობას იძლევა, დაზოგონ ფული სარეცხ ფხვნილზე. ზოგიერთი კი გათბობაეც ზოგავს, სახლში კარავს დგამს და იქ იძინებს.

ამერიკელი სოციოლოგები გვარწმუნებენ, რომ ყოველი მეოთხე მილიონერი მათ ქვეყანაში ატარებს ფეხსაცმელებს, რომლის ფასი 100 დოლარს არც კი აღწევს.

წყარო: i-fakt.ru