onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ხელფასზე

საინტერესო ფაქტები ხელფასზე

ცნობილმა ამერიკელმა მწარმოებელმა ჰენრი ფორდმა, რომელიც არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიკეთითა და ხელგაშლილობით, დიდი დეპრესიის დროს, გასული საუკუნის ოციან წლებში, თავის მუშებს ხელფასი ორჯერ გაუზარდა. კრიზისის დროს ავტომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა, თუმცა შემდეგ ფორდის ავტომობილს უკვე ქარხნის მუშებიც ყიდულობდნენ.

დღეს, ჩვენს დროში, არავის აკვირვებს ცნობილ სპორტსმენთა მაღალი შემოსავლები. აი 1930 წელს კი ამერიკელი ბეისბოლისტი ბეიბ რუთი ჟურნალისტების კრიტიკის მსხვერპლი გახდა. ისინი მას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მისი წლიური შემოსავალი (80 000 დოლარი) მთელი 5 ათასით აღემატებოდა პრეზიდენტი ჰერბერტ ჰუვერისას. თავად რუთმა კი უბრალოდ თქვა, რომ ჰუვერზე წარმატებული წელი ჰქონდა.

სტივ ჯობსი, კომპანია Apple-ს ერთ-ერთი დამაარსებელი, მსოფლიოში ყველაზე მოკრძალებული ხელფასით გამოირჩეოდა. ეს იყო 1 დოლარი წელიწადში. თუმცა იგი არ უარყოფდა, რომ მუდმივად იღებდა ათეულობით მილიონი დოლარის ოდენობის პრემიებს, ასევე იმას, რომ სხვადასხვა კომპანიებში 5,5 მილიონ აქციას ფლობდა.

უორენ ბაფეტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორია მსოფლიოში. მისი ქონება, ამ მომენტისათვის, 80 მილიარდს აღემატება, რაც ბაფეტს ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის მესამე ადგილას აყენებს. თავისი პირველი ხელფასი ბაფეტმა 11 წლისას აიღო, იგი გაზეთებს არიგებდა და თვეში 175 დოლარს იღებდა. თუმცა ბავშვურ გასართობებზე ფული არასოდეს დაუხარჯავს, იგი ბირჟებზე აქციების შეძენას ამჯობინებდა.

წყარო: i-fakt.ru