onlain sesxebi - ყველა

ჩინელებმა დიდი კედელი არ იკმარეს და ყველაზე გრძელი ხიდი ააშენეს

ჩინელებმა დიდი კედელი არ იკმარეს და ყველაზე გრძელი ხიდი ააშენეს

სულ ცოტა ხნის წინ, ჩინეთის სამხრეთ ნაწილში საავტომობილო ხიდი გაიხსნა, რომლის სიგრძეც ბევრისათვის წამოუდგენელია, მაგრამ ეს რეალურად 55 კილომეტრია. პროექტის მაშტაბურობა ციფრებშიც კარგად ჩანს, 55 კილომეტრის ფოლადის კონსტრუქცია, პლუს წყალქვეშა 6.7 კილომეტრიანი გვირაბი, 20 მილიარდი ამერიკული დოლარი დაჯდა.

აღნიშნული პროექტის წყალობით მილიონობით მოქალაქეს შეეძლება მანძილის 30 წუთში დაფარვა, რომლის დასაფარადაც ადრე 3 საათი ჭირდებოდათ. პროექტის მნიშვნელობაზე რესპუბლიკის მმართველმაც ისაუბრა.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ ხიდი სეისმურად საკმაოდ გამძლეა და მას 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მქონე მიწისძვრის გადატანა შეუძლია.

წყარო: mome.ge