onlain sesxebi - ყველა

ისესხე თანხა სახლიდან გაუსვლელად

ისესხე თანხა სახლიდან გაუსვლელად

დღეს ბევრმა არ იცის, რომ თანხის სესხება ძალიან მარტივია. უმრავლესობა ჯერ კიდევ საბანკო რიგებში დგას, ზოგიც უკვე მეორე დღეა პასუხს ელოდება. მათ განაცხადის შესავსებად მიატოვეს საქმე, მივიდნენ ფილიალში, შეხვდნენ ბანკის თანამშრომლებს, წარმოადგინეს დოკუმენტები, სახელფასო ამონაწერები და სხვა... ერთი სიტყვით, ყველამ დახარჯა დრო და ენერგია. ამ ორი ძვირფასი რესურსის დაზოგვა კი, დღეს უკვე სავსებით შესაძლებელია.

როგორ?

ონლაინ სესხებით შეგიძლიათ სასურველი თანხა სულ რამდენიმე წუთში ისესხოთ, თანაც სახლიდან გაუსვლელად.

როგორ მუშაობს სწრაფი ონლაინ სესხი?
პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ რამდენი გჭირდებათ და რა ვადით, ამის მიხედვით შეარჩევთ სესხის კატეგორიას. (მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი). ამის შემდეგ განაცხადს შეავსებთ ვებ-გვერდზე, სმარტფონით ან ნებისმიერი სხვა დივაისით, რომელსაც ვებ-გვერდების გახსნა შეუძლია.

თანხას როგორ მივიღებ?
თანხა პირდაპირ საბანკო ანგარიშზე ჩაგერიცხებათ, რომლის გამოყენებასაც ან ბანკომატიდან განაღდებით შეძლებთ, ან პირდაპირ ონლაინ ბანკინგის მეშვეობით მოახდენთ თანხის ექსპულატაციას.

როგორ და როდის დავფარავ?
თანხის დაფარვა ასევე ჩარიცხვებით ხდება. თუ მოკლევადიანი სწრაფი კრედიტით სარგებლობთ, მისი დაფარვა ან გადავადება 30 დღის თავზე მოგიწევთ მთლიანად. თუ გრძელვადიანი სწრაფი სესხი გაქვთ, მას ყოველთვიური თანაბარი გადახდებით დაფარავთ.

როგორ შევარჩიოთ სწრაფი სესხი?

სწრაფი სესხის ყველაზე სწრაფად და მარტივად შერჩევა mome.ge - ზე შეგიძლიათ. შეადარეთ ისინი ჩვენს ვებ-გვერდზე და აირჩიეთ მხოლოდ საუკეთესო!

წყარო: mome.ge