onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები კონვერტებზე

საინტერესო ფაქტები კონვერტებზე

თავდაპირველად კონვერტები მნიშვნელოვანი დოკუმენტების ცნობისმოყვარე თვალთაგან დასაცავად გამოიგონეს. იგი მზადდებოდა ქსოვილის, ტყავისა და ლერწმისგან. კონვერტის სახით ბაბილონელები მზეზე გამშრალი თიხის თხელ ფენას იყენებდნენ.

ფრანგმა მეწარმემ სახელად დე ვალეემ 1653 წელს მიიღო ნებართვა მეფე ლუი IV-სგან, ეორგანიზებინა საფოსტო სისტემა პარიზში. მან დააყენა ქუჩებში ყუთები, სადაც შეიძლებოდა ჩაეგდოთ წერილი, ოღონდ ვალეესთან ნაყიდი სპეციალური კონვერტებით.

მე-19 ასწლეულში ინგლისური საფოსტო სისტემა დიდ პრობლემას შეეჯახა. რადგანაც გზავნილის ფულს მიმღები იხდიდა, კორრესპონდენტებმა წერილების მიწერა კონვერტებზე დაიწყეს. ადრესატი კითხულობდა, შემდეგ კი კონვერტს ფოსტალიონს უბრუნებდა, გადასახადს კი არ იხდიდა. მარკები სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად გამოიგონეს.

კონვერტები მუდმივად უმჯობესდება. თავდაპირველად გამოიგონეს დასაკეცი თავსახური, შემდეგ სპეციალური ბეჭედი, გახსნისგან დასაცავად. უკანასკნელად ქიმიურმა კომპანიამ გამოიგონა პლასტიკის კონვერტი. იგი ქაღალდზე მსუბუქი, წყალგამძლეა და პრაქტიკულად არ იხევა.

წყარო: i-fakt.ru