onlain sesxebi - ყველა

გზავნილი მთვარეელ ძმებს ნავაჰოელი ინდიელებისგან

გზავნილი მთვარეელ ძმებს ნავაჰოელი ინდიელებისგან


1960-იანი წლების დასაწყისში ნასა აქტიურად ამზადებდა ასტრონავტებს მთვარეზე გასაფრენდა, ზოგიერთი ვარჯიში არიზონის უდაბნოებში, ნავაჰოს ინდიელების რეზერვაციის ტერიტორიებზე, ტარდებოდა.

ერთხელ ერთი მოხუცი ინდიელი ვაჟთან ერთად ცხვარს მწყემსავდა და ერთ-ერთ ასეთ გუნდს მიადგა. მოხუცმა, რომელიც მხოლოდ ნავაჰოს ტომის ენაზე საუბრობდა, ვაჟის მეშვეობით იკითხა ინგლისურად: "რას აკეთებენ ეს ადამიანები დიდ თეთრ კოსტუმებში?" ერთ-ერთმა წევრმა უპასუხა, რომ ისინი მთვარეზე გასაფრენად ემზადებოდნენ.

მოხუცმა იკითხა, შეიძლებოდა თუ არა მთვარეზე მცირე შეტყობინების გაგზავნა. ნასას თანამშრომლებმა კარგი რეკლამა იგრძნეს და მალევე დათანხმდნენ. მათ მოხუცს მიაწოდეს მაგნიტოფონი, მან კი პატარა შეტყობინება ჩწერა ნავაჰოს ენაზე. ვაჟმა უარი განაცხადა ამის თარგმნაზე.

მოგვიანებით ნასას წარმომადგენლებმა იგი სხვა ნავაჰოელებს მოასმენინეს. ყველა იცინოდა, მაგრამ ერთ-ერთმა არ ინდომა ამის ინგილურად თარგმნა, ენის სირთულეს იმიზეზებდა. საბოლოოდ, ნასა პროფესორ-ლინგვისტამდე მივიდა. იგი ინდოელთა ენების სპეციალისტი იყო. მან მოისმინა შეტყობინება, ჩაიცინა და გადათარგმნა:

"მთვარეელო ძმებო! თვალი ადევნეთ ამ ადამიანებს - ისინი თქვენი მიწისთვის მოდიან!"

წყარო: i-fakt.ru