onlain sesxebi - ყველა

როგორ ვიცხოვროთ ხელფასით?

როგორ ვიცხოვროთ ხელფასით?


1. ძირითადი გასავალი დაფარეთ ხელფასის დღესვე, ყველაზე მეტი, მეორე დღეს. დაფიქრდით, ყოველ თვე სტაბილურად რაზე ხარჯავთ ფულს? შეადგინეთ სია, დაახლოებით ასე:
  • პროდუქტები, რომელბიც დიდხანს ინახება კარადაში/მაცივარში/საყინულეში — X ლარი

  • კომუნალური გადასახადები — X ლარი

  • მობილური კავშირი და ინტერნეტი — X ლარი

  • საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტები — X ლარი

  • მედიკამენტები — X ლარი

სია, რა თქმა უნდა ვარირებადია, მაგრამ ძირითადი სახე ყველასთან მსგავსია. დაიმახსოვრეთ, ეს თქვენი შემოსავლის ნაწილი უნდა იყოს, ნუ დაიცარიელებთ ჯიბეს ათასგვარი უაზრო და არასაჭირო შენაძენით (მაგალითად, სმარტფონის ათი ცალი დამცავი).

2. ნუ წამოეგებით აქციებს. კმარა პროდუქტებისა და ქიმიის შეძენა მხოლოდ იმიტომ, რომ მათზე წითელი საფასურია მიკრული: "მესამე უფასოდ" ან "მეორე ნახევარ ფასად". თავადვე ხვდებით, რომ ასეთი ნივთები ხშირად დევს მაცივარში გამოუყენებლად და ბოლოს აგდებთ.

3. ყულაბა - საუკეთესო მეგობარია. გახსოვთ, ბავშვობაში, გახვრეტილი ქილები, კერამიკული ყულაბები ყველანაირი ცხოველის ფორმით? მოკლედ, დროა იპოვოთ "ყუთი", რომელშიც ხელფასის 10-15%-ს შეინახავთ. ასე უფულო თვისათვის დაიზღვევთ თავს, თუ ისე დაგრჩებათ, სამოგზაუროდ წახვალთ, ან რაიმე ძვირიანს და საჭიროს შეიძენთ.

წყარო: lifehacker.ru