onlain sesxebi - ყველა

ლეონარდო და ვინჩის "ლესტერის კოდექსი" - მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული წიგნი

ლეონარდო და ვინჩის "ლესტერის კოდექსი" - მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული წიგნი


"ლესტერის კოდექსი" არის ლეონარდო და ვინჩის ჩანაწერების წიგნაკი, რომელშიც იგი, 1506-1510 წლებში, მილანში მოგზაურობისას, სამყაროს შექმნის იდეებს განიხილავდა.

წყალზე, მიწასა და ზეციურ ქმნილებებზე შექმნილ ტრაქტატში მეცნიერი ფიქრობს, თუ რატომ ანათებს მთვარე, რატომ მიედინება წყალი და რისგან შედგება მინერალები.

წიგნში უამრავი მათემატიკური გამოთვლა, დიაგრამა და ჩანნახატია. ხელნაწერი ქაღალდის 18 ფურცლისაგან შედგება, თუმცა ისინი ისეა განლაგებული, რომ ჯამში 72-ფურცლიანი რვეული იქნმნება.

"ლესტერის" სახელწოდება კოდექსს 1717 წელს მისი გრაფი ლესტერის მიერ შეძენის შემდგომ მიეცა. 1980 წელს რვეული კოლექციონერმა და ნავთობმაგნატმა არმად ჰამერმა შეისყიდა.

მისი გარდაცვალების შემდეგ, 1994 წელს, კოდექსი გამოიტანეს აუქციონზე, სადაც იგი "მაიკროსოფტის" დამაარსებელმა ბილ გეიტსმა შეიძინა $49,4 მილიონად. მისი ინიციატივით წიგნი მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში იფინება.

წყარო: i-fakt.ru