onlain sesxebi - ყველა

როგორ ხარჯავენ ფულს ლატარიაში გამარჯვებულნი

როგორ ხარჯავენ ფულს ლატარიაში გამარჯვებულნი

ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ, ძალიან ხშირად, ლატარიაში გამარჯვებულებს მალე უჩნდებათ ფულის აქეთ-იქით სროლის გადაულახავი სურვილი. ფული ხომ ქარმა მოიტანა, ადამიანსაც ეჩვენება, რომ ამიერიდან ყოველთვის გაუმართლებს. მაგრამ მალევე ეჯახება - ვეღარ იკავებს თავს ძვირადღირებული შენაძენებისგან. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, დიდი სახლი ან მშვენიერი ავტომობილი. ზოგიერთი კი რაიმე ღირებულის შეძენასაც ვერ ასწრებს — ფული მდინარესავით მიედინება.

საკმარისად თვალსაჩინოა ბრიტანელი მეეზოვის, მაიკლ კეროლის, მაგალითი. მან 2002 წელს 10 000 000 ფუნტი სტერლინგი მოიგო. და დაიწყო ზღაპრული ცხოვრება. რა თქმა უნდა, ფული მალევე გამოილია, მაიკლი მალე ცოლმაც მიატოვა, თავად კი მოუწია მეეზოვის სამსახურს დაბრუნებოდა.

2003 წელს წარმოუდგენლად გაუმართლა 16 წლის გოგონას კალი როჯერსს. იგი 1 875 000 ფუნტი სტერლინგის მფლობელი გახდა. ახალგაზრდობამ თავისი ქნა — მხიარულმა წვეულებებმა მეგობრებთან ერთად 1 წელიწადში წაიღო ის თანხა, რომლის გამოყენება წლების მანძილზე შეიძლებოდა. საბედნიეროდ, პლასტიკური ოპერაციის გაკეთება მაინც მოასწრო. ახლა კალი როჯერსი დარდით იხსენებს იმ დროს, აღიარებს, რომ ზედმეტად ახალგაზრდა იყო, რათა სწორად ემართა ფული. ის იმასაც კი მოითხოვს, რომ საერთოდ მოზარდებს აეკრძალოთ ლატარიის ბილეთების ყიდვა.

კანადელმა ცოლ-ქმარმა კირბი და მერი ფონტეინებმა თავიანთთვის მოულოდნელად 50 000 000 დოლარი მოიგეს. მაშინვე წამოიწყეს აქტიური საქველმოქმედო საქმიანობა, გულუხვად ურიცხავდნენ სხვადასხვა ფონდებსა და თავშესაფრებს დიდ თანხას. როცა მილიონები გათავდა, განაცხადეს, რომ არაფერზე დარდობენ, რადგან ისინი მანამდეც უმილიონოდ ცხოვრობდნენ.

წყარო: i-fakt.ru