onlain sesxebi - ყველა

რა არის აბსოლუტური ნული?

რა არის აბსოლუტური ნული? ტემპერატურის აბსოლუტური ნული - მინიმალური შესაძლებელი ტემპერატურა თერმოდინამიკური ტემპერატურული შკალით (კელვინის შკალით). ერთეულს სახელი ეწოდა ინგლისელი ფიზიკოსის უილიამ ტომსონის პატივსაცემად. მას ებოძა ლორდი კელვინი ლარგელი აირშირიდან. თავისმხრივ, ეს წოდება მოდის კელვინის მდინარიდან (River Kelvin), რომელიც გლაზგოს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ჩამოედინება.

1954-იანებში საზომებისა და საწონების გენერალურმა კონფერენციამ დაამტკიცა თერმოდინამიკური ტემპერატურული შკალა, რომლის მიხედვით 1 კელვინი უდრის წყლის ერთი წერტილის თერმოდინამიკური ტემპერატურის 1/273,15-ს. შკალის საწყისი (0K) ემთხვევა აბსოლუტურ ნულს. ცელსიუსის გრადუსებით °С = K - 273,15 (წყლის სამმაგი წერტილის ტემპერატურა - 0,01°C).

სისტემის ტემპერატურის აბსოლუტური ნულისაკენ სწრაფვისას ნულისკენ მიისწრაფის მისი ენერგია, სითბოტევადობა, თბური გაფართოების კოეფიციენტი, წყდება სისტემის შემადგენელი ნაწილაკების ქაოსური მოძრაობა. ერთი სიტყვით ნივთიერება ხდება სუპერნივთიერება ზეგამტარობითა და ზედენადობით.

პრაქტიკაში აბსოლუტური ნული მიუღწევადია, მასთან მიახლოებული რიცხვების მიღწევაც კი ძალიან რთულია ექსპერიმენტისას. აბსოლუტურ ნულზე ჩერდება სიცოცხლე, მათ შორის იმ სხეულებშიც, რომლებსაც უსულო საგნებს ვუწოდებთ.

წყარო: i-fakt.ru