onlain sesxebi - ყველა

როგორ შევინარჩუნოთ ტვინის ახალგაზრდობა?

როგორ შევინარჩუნოთ ტვინის ახალგაზრდობა?


1. შეცვალეთ ჩვევები
ჯანმრთელი კვება სასარგებლოა არა მარტო ფიგურისთვისა და ზოგადი გუნებისთვის, არამედ ტვინისთვისაც. დაიწყეთ მარტივი ცვლილებით საკუთარ ჩვეულ მოქმედებებში. მაგალითად, შეცვალეთ გვიანი ჭიქა ყავა მწვანე ჩაით. იგი შეიცავს ნაკლებ კოფეინსა და მეტ ანტიოქსიდანტს, რომელიც ტვინის უჯრედებს დაზიანებისგან იცავს. შეამცირეთ შებოლილი საკვების მოხმარება.

2. დაკავდით სპორტით ყოველდღე 20 წუთით მაინც
მოძრაობა აუცილებელია ტვინის ჯანმრთელობისთვის. აერობიკა აძლიერებს სისხლმიმოქცევას, აუმჯობესებს მახსოვრობას და ასტიმულირებს ტვინის ახალი უჯრედების ზრდას. ასე ჩნდება ახალი ნეირონული კავშირები.

3. ხშირად დატოვეთ კომფორტის ზონა
თქვენი ტვინი უფრო დიდხანს დარჩება ახალგაზრდა, თუ მას სხვადასხვა ამოცანებით დატვირთავთ. ტვინი არ არის დაპროგრამებული, იგი ცვალებადია. სურვილისამებრ შეიძლება, მაგალითად, მოიცილოთ ძველი ჩვევები და ისინი ახლით შეცვალოთ. ტვინის ამ თვისებას ნეიროპლასტიკურობა ეწოდება. უცხოური ენის შესწავლა ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ძალიან კარგად შეუნარჩუნებს თქვენს ტვინს ახალგაზრდულ შესაძლებლობებს.

4. გამოიძინეთ
ძილში ჩვენი გლიმფატიკური სისტემა წმენდს ტვის ნეიროტოქსინებისგან, რომლებიც იწვევენ, მაგალითად, ალზჰაიმერის ავადმყოფობასა და პარკინსონს. ტვინის გაწმენდის პროცესს დრო სჭირდება, ამიტომ ადამიანს დღე-ღამეში 7-9 საათი მაინც უნდა ეძინოს.

წყარო: lifehacker.ru