onlain sesxebi - ყველა

სასარგებლო ჩვევები, რომლებიც ინტელექტს ავითარებს

სასარგებლო ჩვევები, რომლებიც ინტელექტს ავითარებს


1. იყავით ცნობისმოყვარე
ცნობისმოყვარე ხართ? ცდილობთ ყველაფერი ირწმუნოთ და მის აზრს ჩაწვდეთ? იყავით ცნობისმოყვარე და იკვლიეთ, როგორია სამყარო.

დაიწყეთ ყოველდღიური მოვლენებით. მაგალითად, გაარკვიეთ, რა ინგრედიენტები სჭირდება პურის დამზადებას, რა კომპონენტებისგან შედგება კომპიუტერი, რისგან შედეგბა ატმოსფერო.

2. იკითხეთ წიგნები და სტატიები, რომლებიც თქვენი საქმიანობის სფეროს არ უკავშირდება.
სცადეთ გაიფართოვოთ თვალთახედვა: იკითხეთ კოსმოსურ მოგზაურობებზე, იკვლიეთ, მაგალითად, ანთროპოლოგია და გენეტიკა - რაიმე ისეთი, რაც საერთოდ არაა დაკავშირებული თქვენს ამჟამინდელ სამსახურთან.

3. დაკავდით სპორტით
ტვინის სავარჯიშოები საკმარისი არაა. ტყუილად კი არ უთქვამთ: "ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია". ამ გამონათქვამს პერეფრაზს ჩავუტარებთ: "ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი ტვინია". ფიზიკური სავარჯიშოები არამარტო ტანისთვის, არამედ თქვენი ტვინისთვისვე იქნება კარგი.

4. ისწავლეთ რაიმე ახალი
რაიმე ახლის სწავლა მშვენიერი სტიმულაციაა ტვინისთვის. გავიხსენოთ სტივ ჯობსის გატაცება კალიგრაფიის მიერ სტუდენტურ ასაკში. სტენფორდის ცნობილი გამოსვლისას მან განაცხადა: "მე რომ მაშინ კალიგრაფიის კურსზე არ ჩავწერილიყავი, Mac-ს ასეთი შესანიშნავი შრიფტული კომპლექტი არ ექნებოდა".

წყარო: lifehacker.ru