onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები სინოპტიკოსებზე

საინტერესო ფაქტები სინოპტიკოსებზე


არსებობს ლეგენდა, რომ XVII საუკუნეში ინგლისში სინოპტიკოსები სიკვდილით დასაჯეს არასწორი პროგნოზის გამო. თუმცა, არც ერთი დასჯილის სახელი და გვარი შემოგვრჩენია, შესაძლოა, უბრალოდ თავიანთი საქმიანობა შეწყვიტეს.

პირველად ბეჭდური გზით ამინდის პროგნოზის გადმოცემა 1861 წლის 1 აგვისტოს დაიწყეს. სწორედ ამ დღეს გამოაქვეყნა ინგლისურმა გაზეთმა "თაიმსმა" პროგნოზი, რომელიც ფლოტის ოფიცერმა რობერტ ფიცროიმ შეადგინა. საინტერესოა, რომ ჰაერის ტემპერატურაზე მასში არაფერი იყო ნათქვამი, ნაჩვენები იყო მხოლოდ ქარის მიმართულება.

თავად გაზეთი "თაიმსი" 1785 წელს დაარსდა ჯონ ვოლტერის მიერ, იგი იამაიკის სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა. ფირმა განადგურდა უძლიერესი ქარიშხლის შემდეგ, როცა კლიენტებისთვის უზარმაზარი თანხების გაცემა მოუწიათ. იქნებ, ვოლტერს მანამდე უნდა დაეარსებინა გაზეთი და ამინდის პროგნოზი გამოექვეყნებინა?

პირველი პროგნოზი ტელევიზიით ინგლისელებმა ნახეს 1936 წლის 11 ნოემბერს. აჩვენებდნენ მხოლოდ ამინდის რუკებს, წამყვანები კი შემდეგ, 50-იან წლებში გამოჩნდნენ. რადიოპროგნოზები უფრო ადრე - 1922 წელს გაჩნდა. ასევე ინგლისში. ინიციატორი კომპანია BBC იყო.

წყარო: i-fakt.ru