onlain sesxebi - ყველა

როგორ დავზოგოთ ოჯახის ბიუჯეტი

როგორ დავზოგოთ ოჯახის ბიუჯეტი


1. იმისთვის, რომ არ გქონდეთ იმპულსური შენაძენები, მაღაზიაში იარეთ წინასწარ ჩამოწერილი სიით და მკაცრად მიჰყევით მას. როგორც კი სახლში პროდუქტი დამთავრდება, მაშინვე ჩაიწერეთ ტელეფონში ან მაცივარზე მიმაგრებულ ფურცელზე.

2. არასოდეს წახვიდეთ მაღაზიაში მშიერი, თორემ აუცილებლად ზედმეტს იყიდით.

3. თან წაიღეთ ჩანთა ან პაკეტი პროდუქტებისთვის, და ნუ იყიდიტ ყოველ ჯერზე ახალს. ეს გონივრულია ფინანსური და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც.

4. არ განახორციელოთ მსვილი შენაძენები ხელფასის დღეს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ფულის მიღების შემდეგ ადამიანი მოშვებულია და მიდრეკილია მეტის ხარჯვისკენ, ვიდრე საჭიროა.

5. ფირმული პროდუქტები ჰიპერმარკეტებში შეიძინეთ. როგორც წესი, იქ ბრენდირებული ტუალეტის ქაღალდი, ხელსახოცი, ბოსტნეული და მსგავსი პროდუქტები ძალიან იაფია.

6. მიეჩვიეთ მაღაზიაში იშვიათად სიარულს. ჩამოწერეთ ერთი კვირის მენიუ, დაადგინეთ, რომელი პროდუქტები გჭირდებათ. გამოყავით თანხა, დღე და იყიდეთ ყველაფერი საჭირო.

წყარო: lifehacker.ru