onlain sesxebi - ყველა

გამარჯვება გსურს? - ჩაიცვი წითელი ფორმა!

გამარჯვება გსურს? - ჩაიცვი წითელი ფორმა!

რა ფერის ფორმითაა უმჯობესი ფეხბურთის თამაში? და ახდენს თუ არა გავლენას საერთოდ ფერი გუნდის თამაშზე? ამ კითხვებზე რამდენიმე წლის წინ დაფიქრდნენ ბრიტანელი მეცნიერები პლიმუტისა და დარემის უნივერსიტეტებიდან.

მკვლევართა გუნდმა გააანალიზა ინგლისის გუნდის მატჩების რეზულტატები 1940-2002 წლებში და დაასკვნეს, რომ ამ ქვეყნის უძლიერესი კლუბები წითელ ფორმაში გამოდიან. ყველაზე მეტჯერ ინგლისის ჩემპიონი "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული" და "არსენალი" გახდნენ. ამ სამი გუნდიდან კი ყველა მათგანი წითელი ფორმით გამოდის.

კვლევის შედეგში ნათქვამია, რომ წითელი ფერი ადამიანებს აგრესიას და შეუპოვრობას ანიჭებს. სპორტსმენი წითელ მაისურში მეტად თავდაჯერებულად გრძნობს თავს. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ გულშემატკივრებიც უფრო აქტიურები ჰყავთ წითელფორმიან მოთამაშეებს, რაც მათვე ააქტიურებს. მსაჯებიც კი უფრო კეთილგანწყობილნი არიან მათ მიმართ.

ბრიტანელი მეცნიერების კვლევა, რა თქმა უნდა, არ უარყოფს მსოფლიოში სხვა ფერებით მოთამაშე გუნდთა ძლიერებას, მაგრამ კვლევა კვლევაა, და იგი ძალიან საინტერესოა.

წყარო: i-fakt.ru