onlain sesxebi - ყველა

როგორ ვაგრძნობინოთ ტვინს დანაყრება?

როგორ ვაგრძნობინოთ ტვინს დანაყრება?


მადა კონტროლდება ტვინის ნაწილისგან, რომელსაც ჰიპოთალამუსი ეწოდება. ჭამის შემდეგ ორგანიზმში იმატებს ინსულინისა და ლეპტინის ჰორმონთა რაოდენობა. ეს მოქმედებს ჰიპოთალამუსზე, ის კი მადას ბლოკავს.

თუმცა მადის კონტროლი უჰორმონოდაც შესაძლებელია - გემოს რეცეპტორების დახმარებით. ამაში მონაწილეობს ტვინის უჯრედი ტანიციტი, რომელიც საკვებზე ინფორმაციას ენაზე განთავსებული რეცეპტორებით იღებს და სიგნალს ჰიპოთალამუსს გადასცემს.

ცოტა ხნის წინ გაარკვიეს მეცნიერებმა, რომ ტკბილის გარდა ეს უჯრედები ამინომჟავების შემცველი საკვების გემოზეც რეაგირებს. უმეტესად ეს არის ამინომჟავის ორი ტიპი: ლიზინი და არგინინი.

როცა არგინინითა და ლიზინით მდიდარ საკვებს მოიხმართ, გემოს რეცეპტორები მაშინვე გადასცემენ სიგნალს ტვინს. იქ ტანიციტები იმოქმედებს, ჰიპოთალამუსი კი მიგახვედრებთ, რომ დანაყრდით.

არგინინი და ლიზინი დიდი რაოდენობითაა ძროხის, ღორის, ქათმის, ინდაურის ხორცში, ღვიძლში, სკუმბრიაში, თინუსში, ორაგულსა და ყველში.

თუ მადის დაკლებისკენ ისწრაფით და ნაკლები კალორიის მიღება გსურთ, სცადეთ და ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ყოველ ჭამაზე მოიხმარეთ.

წყარო: i-fakt.ru