onlain sesxebi - ყველა

ფაქტები ფულზე

ფაქტები ფულზე


ფულის კუპიურა შედგება 75%-ით ბამბისგან და 25%-ით სელისაგან. ასეთი მატერიალის დამსახურებით აქვს ფულს უზარმაზარი გამძლეობა. ამბობენ, რომ ამერიკული დოლარი 1000-ჯერ უნდა დაკეცო, რომ დაიხეს.

პირველ ადგილს საბანკო ბარათების გამოყენების რიცხვით ისლანდია იკავებს.

1946 წელს უნგრეთმა დაბეჭდა ბანკნოტი 100 კვინტილიონის (100 000 000 000 000 000 000) ნომინალით.

2008 წელს ზიმბაბვეში კანონით აკრძალეს ფულის ტუალეტის ქაღალდად გამოყენება. ჰიპერინფლაციის გამო 1 მილიარდი ზიმბაბვეური დოლარით ტუალეტის ქაღალდსაც კი ვერ იყიდდი.

ტაილანდში აკრძალულია ბანკნოტზე დაბიჯება, რადგან მასზე გამოსახულია მეფე.

თუ ავსტრალიულ 10 დოლარს შუაზე გადახევთ, მისი გამოყენება აბსოლუტურად კანონიერად იქნება შესაძლებელი 2 ცალ 5 დოლარიანად.

პირველ ქაღალდის ფულად თანამედროვე კანადის ტერიტორიაზე იყენებდნენ ბანქოს ბარათებს.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11%-ს ფლობენ. ეს კი აშშ-ს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, შვეიცარიისა და გერმანიის მარაგებს ერთად აღებულს აღემატება.