onlain sesxebi - ყველა

როგორ დაწესდა ნობელის პრემია

როგორ დაწესდა ნობელის პრემია


1890 წელს ცნობილმა შვედმა მეწარმემ ალფრედ ნობელმა განაცხადა, რომ სულდა დაეწესებინა პრემია "სამყაროს იდეალებისათვის ახელის შეწყობაზე".

თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში ნობელმა შეადგინა რამდენიმე ანდერძი, რომლებშიც იგი თანდათან ამცირებდა ნათესავების მემკვიდრეობას და ზრდიდა თანხას, რომელსაც სტოკჰოლმის სამეცნიერო აკადემია მიიღებდა. იმ დროისათვის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ალფრედ ნობელმა, განაცხადამ რომ მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება ადამიანის სულიერ ხრწნას იწყებს.

თავისი უკანასკნელი ანდერძი მილიონერმა დატოვა 1895 წლის 27 ნოემბერს. მისი შინაარსი კი ნათესავებმა მხოლოდ 1897 წელს შეიტყვეს, უკვე ყველაფერი ცხადი იყო. დოკუმენტის ტექსტმა მათში შოკი გამოიწვია. ახლობლებს უმცირესი თანხა დაუტოვა ნობელმა, დანარჩენი კაპიტალი კი 5 თანაბარ ნაწილად გაიყო:

  • მნიშვნელოვანი აღმოჩენა ან გამოგონება ფიზიკის დარგში.
  • მნიშვნელოვანი ქიმიური გამოგონებები და გაუმჯობესებები.
  • უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში.
  • ყველაზე სრულყოფილი ნამუშევრები ლიტერატურის სფეროში.
  • ერების ძმურ დაახლოებაში შეტანილი წვლილი
  • მოგვიანებით, შვედური ბანკის ინიციატივით, დაწესდა კიდევ ერთი, მეექვსე, ნობელის პრემია ეკონომიკურ მიღწევებში.

ანდერძში ნახსენები იყო ასევე, რომ პრეტენდენტის ნაციონალობას არ აქვს მნიშვნელობა, ჯილდო კი ნამდვილად ღირსეულმა უნდა მიიღოს.

ნობელის პრემიის ლაურეატთა დაჯილდოება ყოველი წლის 10 დეკემბერს იმართება, ეს ნობელის გარდაცვალების დღეა.