onlain sesxebi - ყველა

შენონის რიცხვი, ანუ, რამდენი განსხვავებული საჭადრაკო პარტიის თამაში შეიძლება

შენონის რიცხვი, ანუ, რამდენი განსხვავებული საჭადრაკო პარტიის თამაში შეიძლება


1950 წელს ამერიკელმა მათემატიკოსმა კლოდ შენონმა გამოითვალა, რამდენი არაგანმეორებადი პარტიის გათამაშება შეიძლება ჭადრაკში. რიცხვი უზარმაზარი აღმოჩნდა, იგი დაახლოებით შეადგენს 10-ს 118-ე ხარისხში, თავად გამოთვლა კი აღწერილია ნამუშევარში "კომპიუტერის პროგრამირება ჭადრაკის სათამაშოდ" (ინგ. "Programming a Computer for Playing Chess").

იმის გასაგებად, თუ რამდენჯერ შეიძლება ჭადრაკში სხვადასხვანაირად ითამაშო, შენონმა საფუძვლად აიღო ის ფაქტი, რომ საშუალო საჭადრაკო პარტია 40 სვლა გრძელდება, ყოველ სვლას კი 30 ვარიანტი აქვს. გამოვიდა (10+10+10) მე-40 ხარისხში, მინუს ზოგიერთი პოზიცია, რომელიც თამაშის წესებითაა აკრძალული. რიცხვს მეცნიერის საპატივცემულოდ შენონის რიცხვი დაარქვეს, და იგი პირველი ფუნდამენტალური მათემატიკური გამოთვლა გახდა ჭადრაკის თეორიაში.

შესადარებლად, სამყაროში ატომთა რაოდენობა მხოლოდ 10-ა მე-80 ხარისხში, ცნობილი რიცხვი googol-ი კი - 10 მეასე ხარისხში.

წყარო: i-fakt.ru